გალინარიმ ზაფხულს გიტარაზე დაკვრა, ჩოგბურთისა და გოლფის თამაში ისწავლა

„დენვერის“ ფორვარდმა დანილო გალინარიმ კლუბის ოფიციალურ საიტს უამბრო, თუ როგორ გაატარა განვლილი არდადეგები.

„იცით, გიტარაზე უკეთესად დაკვრა ვისწავლე. გარდა ამისა, გოლფსა და ჩოგბურთსაც ვთამაშობდი. სხვათაშორის, ჩემი პროგრესი თვალსაჩინოა.

ამავდროულად ბევრს ვვარჯიშობდი, რათა წონა და ფორმა შემენარჩნებინა და უბრალოდ კალათბურთის სათანადოდ თამაშის გაგრძელება შემძლებოდა“, – განაცხადა იტალიელმა.