„დენვერი“ გალინარის გასაშვებად მზადაა

როგორც თავისი „ტვიტერის“ გვერდზე „იაჰუ სპორტსის“ მიმომხილველმა მარკ სპირსმა დაწერა, „დენვერ ნაგეტსის“ ხელმძღვანელობა იტალიის ნაკრების თავდამსხმელის დანილო გალინარის გასაცვლელად მზადაა.

განვლილ სეზონშ 26 წლის მოთამაშემ 59 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 24 წუთში 12,4 ქულა და 3,7 მოხსნა შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ გალინარი „ნაგეტსში“ 2011 წლიდან თამაშობს. 2014 წელს მან მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 2013/14 წლების სეზონი სრულიად გამოტოვა.

გალინარიმ იტალიის ნაკრების მიზნებზე ისაუბრა

„დენვარ ნაგეტსის“ ფორვარდმა დანილო გალინარიმ დაადასტურა, რომ ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.

„იტალიის ნაკრების მიზანი ოლიმპიურ თამაშებზე გასვლაა. ევრობასკეტზე მედალი ჩინებული იქნებოდა. ვფიქრობ, ძლიერ ჯგუფში მოხვედრის  მიუხედავად, ეს შესაძლებელია. თავს ეროვნული ნაკრების ლიდერად ვგრძნობ. მოთამაშეები, ერთმანეთს ბავშობიდან ვიცნობთ. იმედია, ევრობასკეტზე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე სამი სხვა იტალიელიც იქნება“, – განაცხადა გალინარიმ.

გალინარის ეფექტური პასი (ვიდეო)

„საკრამენტო კინგსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „დენვერ ნაგეტსის“ ფორვარდმა დანილო გალინამ თანაგუნდელ ჯეი ჯეი ჰიკსონს ეფექტური პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი შეტევა ზუსტი სროლით დაასრულა.

ცნობისთვის, მატჩი „დენვერმა“ ანგარიშით 122:111 მოიგო.

გალინარიმ შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

„დალას მავერიკსთან“ შეხვედრაში „დენვერ ნაგეტსის“ ფორვარდმა დანილო გალნარიმ 47 ქულა დააგროვა, რითაც კარიერაში შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა. ფორვარდმა 23 სროლიდან 15 ჩააგდო, 12 სამქულიანიდან კი 7 გამოიყენა. გარდა ამისა, იტალიელის ანგარიშზე 9 მოხსნა და 2 ასისტია.

გალინარი NBA-ს ისტორიაში მეორე იტალიელი კალათბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში 40 ქულა დააგროვა

„ორლანდო მეჯიკთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „დენვერ ნაგეტსის“ ფორვარდმა დანილო გალინარიმ 40 ქულა დააგროვა.

პლანეტის უძლიერეს ლიგაში ექვს სეზონში 336 მატჩის მიუხედავად, დანილო NBA-ს ისტორიაში მეორე იტალიელი გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში მინიმუმ 40 ქულა დააგროვა. აქამდე იტალიელთა შორის მსგავსი შედეგით ანდრე ბარნიანი გამოირჩა, რომელმაც 2010/11 წლების სეზონის ერთ-ერთ თამაშში 41 ქულა დააგროვა.

დანილო გალინარიმ მეტოქის ფარში ბურთი საკუთარი მოედნიდან ჩააგდო (ვიდეო)

„ნიუ-ორლეანთან“ წაგბეული მატჩის მესამე მეოთხედის ბოლო წამებზე ფორვარდმა დანილო გალინარიმ მეტოქეს ბურთი აართვა და ფარში საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო.

იხილეთ ვიდეო:

გალინარიმ ზაფხულს გიტარაზე დაკვრა, ჩოგბურთისა და გოლფის თამაში ისწავლა

„დენვერის“ ფორვარდმა დანილო გალინარიმ კლუბის ოფიციალურ საიტს უამბრო, თუ როგორ გაატარა განვლილი არდადეგები.

„იცით, გიტარაზე უკეთესად დაკვრა ვისწავლე. გარდა ამისა, გოლფსა და ჩოგბურთსაც ვთამაშობდი. სხვათაშორის, ჩემი პროგრესი თვალსაჩინოა.

ამავდროულად ბევრს ვვარჯიშობდი, რათა წონა და ფორმა შემენარჩნებინა და უბრალოდ კალათბურთის სათანადოდ თამაშის გაგრძელება შემძლებოდა“, – განაცხადა იტალიელმა.