ლეგიონი: ლორია “კრასნოდართან” დამარცხდა, ტაბიძე – “ზენიტთან”

დღეს რუსეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩები შედგა. “სტადიონ ფკ კრასნოდარზე” ადგილობრივი “კრასნოდარი” “ანჟის” დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელში ქართველი მეკარე, გიორგი ლორია თამაშობს. ხოლო, მასპინძელ გუნდში, თორნიკე ოქრიაშვილი გამოდის, რომელიც ამჟამად ტრავმას იშუშებს.

საქართველოს ნაკრების მეკარემ სრული მატჩი ჩაატარა, თუმცა ერთი გოლი გაუშვა, მისი ავტორი შვედი ვიქტორ კლაესონი გახდა. მატჩის მეოთხე დამატებით წუთზე 23 წლის უკრაინელმა მცველმა, ოლეგ დანჩენკომ შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა. ამ ფრის შემდეგ “კრასნოდარი” 41 ქულით მეხუთეა, ხოლო “ანჟის” 24 ქულა დაუგროვდა და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 საფეხურზე იმყოფება.

კიდევ ერთი დაპირისპირება, რომელიც დღეს პრემიერ ლიგაში შედგა, “უფასა” და “ზენიტის” შეხვედრაა. პირველ მათგანში საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ჯიმი ტაბიძე გამოდის. 22 წლის მოთამაშემ ძირითადიდან დაიწყო ასპარეზობა და 72-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი კი ანგარიშით, 1-2 დამარცხდა. ამჟამად, “უფას” 34 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.

გია გრიგალავამ ლორიას გუნდს გაუტანა (ვიდეო)

დღეს რუსეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში ტულას “არსენალი” სოვეტოვის “კრილიას” მასპინძლობს. პირველ მათგანში ქართველი მცველი, გია გრიგალავა გამოდის, რომელმაც შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო. ხოლო, სტუმარ კლუბში კი, როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია ირიცხება. იგი სათადარიგო შემადგენლობაშია.

საგულისხმოა, რომ 31-ე წუთზე ბურმისტროვის პასით, გია გრიგალავამ თანამემამულის გუნდის კარში გოლი გაიტანა და ანგარიშიც გახსნა.

იხილეთ ვიდეო

 

ჭანტურიამ ლორიას გოლისთვის ბოდიში მოუხადა (ფოტო)

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში “კრილია” საკუთარ მოედანზე “ურალს” დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ პირველ მათგანში გიორგი ლორია, ხოლო სტუმარ გუნდში გიორგი ჭანტურია გამოდის. შეხვედრის 73-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:1 იყო “კრილიას” სასარგებლოდ, ჭანტურიამ ლორიას გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის შემდეგ ერთმა ქართველმა მეორეს სოციალურ ქსელში გოლისთვის ბოდიში მოუხადა.

cats

გიორგი ლორიას ბრწყინვალე სეივები მოსკოვის ცსკა-სთან მატჩში (ვიდეო)

21 ნოემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგაში, მოსკოვის ცსკა-მ საკუთარ მოედნაზე “კრილია სოვეტოვი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისაგან არაერთხელ გადაარჩინა.

ოფი-ს კიდევ ერთი მარცხი

საბერძნეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ოფი-მ საკუთარ მოედანზე “პანთრაკიკოსს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

კრეტელთა ქართველი მოთამაშეები, გიორგი ლორია და გიორგი მერებაშილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და მატჩი სრულად ჩაატარეს.

27 თამაშის შემდეგ ოფი-ს აქტივში 13 ქულაა და გუნდი ბერძნული ელიტიდან გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

გიორგი მერებაშვილმა საბერძნეთის ჩემპიონატში შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

7 თებერვალს, საბერძნეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში “ერგოტელისმა” საკუთარ მოედანზე “ოფი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

“ოფის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი. მერებაშვილმა 68-ე წუთზე მეტოქის კარში ლამაზი გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

როგორ ავარჯიშებენ გიორგი ლორიას “ოფიში” (ვიდეო)

საქართველოს ნაკრებისა და კრეტის “ოფის” მეკარე გიორგი ლორიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ავარჯიშებენ მას ბერძნულ კლუბში.

გიორგი მერებაშვილმა საბერძნეთის თასზე გაიტანა (ვიდეო)

22 იანვარს, საბერძნეთის თასზე, “პანტრაკიკოსმა” საკუთარ მოედანზე “ოფი” მიიღო და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

“ოფის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი. ამ უკანასკნელმა შეხვედრის 28-ე წუთზე მეტოქის კარში გოლის გატანა მოახერხა და ანგარიში 0:2 გახადა.

იხილეთ მერებაშვილის გოლი 0:45-დან:

ცვლილებები ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებები განხორციელდა. საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში “დინამო” თბილისის წევრმა ირაკლი ძარიამ ტრავმა მიიღო და პოლონეთთან მატჩისთვის შემადგენლობის მიღმა აღმოჩნდა. მას ბერძნული “ოფის” წევრი გიორგი მერებაშვილი შეცვლის. გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება საჩხერის “ჩიხურას” მეკარე მაქსიმე ქვილითაია. “ოთელოსის” წევრი როინ კვასხვაძე მამის გარდაცვალების გამო სავარჯიშო პროცესის გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უთანაგრძნობს სპორტსმენს და მის ოჯახს.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:  გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ
კვასხვაძე(„ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო“,თბილისი), მაქსიმე ქვილითაია („ჩიხურა“, საჩხერე)

მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე
(„ომონია“,კვიპროსი), აკაკი ხუბუტია  („სპარტაკი“,ცხინვალი), სოლომონ
კვერკველია(„რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა
დვალი („სკონტო“,ლატვია), ლევან კაკუბავა („სამტრედია“)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), სანდრო კობახიძე
(„ვოლინი“, უკრაინა) ჯაბა კანკავა („დნიპრო“,უკრაინა), თორნიკე
ოქრიაშვილი („გენკი“,ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“,რუსეთი) მათე
ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა (ყველა
„დინამო“, თბილისი), გიორგი მერებაშვილი („ოფი“, საბერძნეთი) ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი
(„ფლამურტარი“,ალბანეთი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი)

GFF.GE

გიორგი ლორიას კარში ბოლო გოლი ბევრი წვალების შემდეგ გაიტანეს (ვიდეო)

საბერძნეთის ჩემპიონატში “პაოკსა” და “ოფის” შორის გამართულ მატჩში (4:0), გიორგი ლორიას კარში ბოლო გოლი დიდი წვალების შემდეგ გაიტანეს.

გიორგი ლორიას მწვრთნელი ჯენარო გატუზო პრესკონფერენციაზე განრისხდა (ვიდეო)

20 სექტემბერს, საბერძნეთის ჩემპიონატში გიორგი ლორიას “ოფიმ” საკუთარ მოედანზე “ატრომიტოსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მოგეხსენებათ, ჯენარო გატუზოს შეგირდებმა ჩემპიონატის პირველ სამ მატჩში ორი მარცხი იწვნიეს. რამდენიმე ბერძნულმა გამოცემამ კი დაწერა, რომ გატუზო კლუბს ტოვებს.

“ატრომიტოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ გატუზო პრესკონფერენციაზე ძალიან გაბრაზებული საუბრობდა.

“ჩემთვის, კლუბიდან წასვლა ადვილია. მე იმიტომ არ ვყვირი, რომ ფული არ გვაქვს. ევროპაში ფული ბევრ კლუბს არ აქვს. იმის გამო, რომ ფეხბურთელს ფულს ვერ ვუხდი და ის ბოლომდე არ იხარჯება, ამას ვერ ვაპატიებ”, – აცხადებს გატუზო.