ოფიციალურად: ლუის გუსტავო ამიერიდან “მარსელში” ითამაშებს

გერმანული “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი, ლუის გუსტავო კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 29 წლის ბრაზილიელი გარემარბის ტრანსფერში “მარსელმა” სულ რაღაც 10 მილიონი ევრო გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ლუის გუსტავო აქამდე “ჰოფენჰაიმისა” და “ბაიერნის” ღირსებასაც იცავდა. ის ბუნდესლიგის რეკორდსმენია გაძევებების მხრივ.

ლუის გუსტავო თავის გუნდს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ვერ დაეხმარება

„ვოლფსბურგი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის გასვლის მატჩს დანაკლისით ხვდება. „მგლებს“ აღნიშნულ შეხვედრაში ნახევარმცველი ლუის გუსტავო ვერ დაეხმარება. ბრაზილიელ ფეხბურთელს კვლავ მუხლის ტრავმა აწუხებს.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შედეგებით, გუსტავო გარბენით საუკეთესო სამეულში შევიდა.

ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ვოლფსბურგის“ თამაში ხვალ, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ლუის გუსტავო: “სასიამოვნოა, როცა შენით “ბარსელონაა” დაინტერესებული”

გერმანული “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი, ლუის გუსტავო აცხადებს, რომ მას “ბარსელონას” მხრიდან ინტერესი ძალიან სიამოვნებს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს კაალონიის “ბარსელონასთან” ხშირად აკავშირებენ.

“რა თქმა უნდა, სასიამოვნოა იმის გაგონება, როცა გეუბნებიან, რომ “ბარსელონა” შენითაა დაინტერესებული. კატალონიელები ჩემით უკვე მესამედ ინტერესდებიან. “ვოლფსბურგთან” კონტრაქტი მაკავშირებს, თუმცა თუ რომელიმე კლუბი გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, მაშინ შემიძლია, სხვაგან გადავბარგდე”, – ამბობს გუსტავო.