არგენტინელი მცველი კრისტიან ანსალდი, რომელიც გასულ სეზონში იჯარის წესით “ატლეტიკოში” თამაშობდა, სანქტ-პეტერბურგის “ზენიტს” დაუბრუნდა.
ესპანურმა კლუბმა მოთამაშეს მადრიდის დატოვების უფლება ვადაზე ადრე მისცა, თუმცა თვის ბოლომდე ის მაინც “ატლეტიკოს” მოთამაშედ ჩაითვლება, რის შემდეგაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და “ზენიტს” შეუერთდება.
არგენტინელი “ზენიტში” პირველად 2013 წელს გამოჩნდა და რუსული გუნდის შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა.