ზაფხულში, ჯონი ევანსი კლუბს შეიცვლის, მაგრამ დიდი ალბათობით, ინგლისში დარჩება.
მუდმივი დაზიანებები 27 წლის მცველს თამაშის საშუალებას არ აძლევს და რა თქმა უნდა, ლუი ვან გაალის ჯონის არ ენდობა ბოლომდე.
Manchester Evening News-ის ცნობით, ევანსის გაფორმებით სერიოზულადაა დაინტერესებული “ტოტენჰემი”.
უახლოეს მომავალში, მხარეებს შეუძლიათ დაიწყონ მოლაპარაკება ახალ კონტრაქტზე, რადგან ჯონი ევანსს ხელშეკრულების ვადა სულ მალე ეწურება, მაგრამ როგორც ჩანს, “წითელი ეშმაკები” მას აღარ გაუხანგრძლივებენ.