ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კარლოს ტევესი კვლავ არგენტინის ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინული პრესა აქტიურად წერდა, ტევესს ბრაზილიისა და ჰონგ-კონგის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში უხმობენო, 30 წლის ფორვარდმა “ალბისელესტესგან” მოწვევა ვერც ამჯერად მიიღო.
სამაგიეროდ, არგენტინის ნაკრების ახლადდანიშნულმა თავკაცმა ხერარდო მარტინომ ნაკრებში “იუვენტუსის” ახალწვეულ რობერტო პერეირას უხმო.
არგენტნის ნაკრების განაცხადი დამდეგ ამხანაგური მატჩებისთვის ასეთია: მესი, მასკერანო, მუსაჩიო, იგუაინი, რომერო, რ. პერეირა, ბილია, პასტორე, აგუერო, საბალეტა, დემიჩელისი, დი მარია, როხო, ლამელა, ვერგინი, ფ. ფერნანდესი, ე. პერესი, გაიტანი, გუზმანი.
არგენტინის ნაკრები ბრაზლიის ეროვნულ გუნდს 11 ოქტომბერს, ჰონგ-კონგის ნაკრებს კი 14 ოქტომბერს გაეჯიბრება.