ჰოლანდიის ჩემპიონატის 27-ე ტურში არნემის “ვიტესსა” და “ალკმაარს” შორის გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო გოლი ქართველი ლეგიონერის ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზეა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი 94-ე წუთზე გამოიჩინა. ეს მისთვის ჰოლანდიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში გატანილი მეექვსე გოლი გახლავთ. ვაკო ყაზაიშვილმაც და გურამ კაშიამაც მატჩი სრულად ჩაამთავრეს.