სტანკოვიჩი: „იკარდი „ინტერიდან“ არ წავა“

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის ასისტენტმა დეიან სტანკოვიჩმა თავდამსხმელ მაურო იკარდის სხვა კლუბში გადასვლა გამორიცხა.

„მაუროს წასვლის შესახებ ინფორმაციის უარყოფა შემიძლია. ის ძალიან მოტივირებულია. იკარდი დიდებულ კლუბში თამაშობს. ძალიან მიხარია, რომ მისი გოლების გარეშეც პირველ ადგილზე ვართ. წარმოიდგინეთ, რა იქნება, როდესაც ის გატანას დაიწყებს“, – განაცხადა სერბმა.

იკარდიმ აგენტად საკუთარი მეუღლე დანიშნა

მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ აგენტ აბიან მორენოსთან ათწლიანი თანამშრომლობა გაწყვიტა.

22 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ მის ინტერესებს მისი მეუღლე და ყოფილი მოდელი ვანდა ნარა უკეთ დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ვანდა ნარა მანამდე სხვა არგენტინელი ფეხბურთელის, კერძოდ – მაქსი ლოპესის მეუღლე იყო, თუმცა წყვილი მას შემდეგ დაშორდა ერთმანეთს, რაც არგენტინელმა მოდელმა იკარდისთან გააბა რომანი.

 

იკარდიმ “რეალს” უარი განუცხადა

“ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი კარიერას ესპანეთში არ გააგრძელებს.

22 წლის შემტევმა, მაურო იკარდიმ AS-თან ინტერვიუში განაცხადა, ახარებს “რეალის” მისდამი ინტერესი, მაგრამ “ნერაძურისთან” ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

“რეალი დამიკავშირდა, მაგრამ ახლახანს “ინტერთან” ხელშეკრულება გავაგრძელე. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზებ,”-აცხადებს არგენტინელი.

გასულ სეზონში, იკარდი სერია ა-ს ბომბარდირი 22 გოლით გახდა, რაც “ბლანკოსის” ინტერესს იწვევს.

მაურო იკარდიმ მადრიდის „რეალში“ გადასვლა იუარა

„ინტერის“ თავდამსხმელის მაურო იკარდის თქმით, მის შეძენას მადრიდის „რეალი“ ცდილობდა, თუმცა „ბლანკოსში“ გადასვლა მან თვითონ იუარა.

„დიახ, სიმართლეა, რომ „რეალს“ ჩემი დამატება სურდა, მაგრამ მე „ინტერში“ დარჩენა ვამჯობინე.

ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ „ინტერში“ დარჩენა ნამდვილად მსურდა. ვიცოდი, რომ წელს გუნდი სერიოზულად გაძლიერდებოდა.

ახლა ვიზრდებით, ამიტომაც ევროთასებზე გასვლისთვის ბრძოლაში უნდა დავბრუნდეთ. ტაქტიკაზე ბევრს ვმუშაობთ“, – განაცხადა იკარდიმ.

შეგახსენებთ, რომ იკარდი იტალიის სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო ბობმარდირი გახდა.

იკარდი: “ინტერის” მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა”

მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა იქნება. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში რობერტო მანჩინიმ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიცია დაიკავა და ევროთასებზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.

“ინტერს” სამი თუ ოთხი წელია, არაფერი არ მოუგია. ჩემპიონთა ლიგას უნდა დავუბრუნდეთ. ამ მიზანზე გამუდმებით ვფიქრობთ. კლუბმა გააკეთა ის, რასაც მოველოდი – ჩვენ გვინდა კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა, რაზეც ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკაც მეტყველებს. უკვე ვიყიდეთ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები.

მომენატრა რაღაც მნიშვნელოვანისთვის თამაში – ჩემპიონატის მოგებისთვის ან ევროპათასებზე ასპარეზობისთვის. მინდა, რომ “ინტერმა” უკეთეს შედეგებს მიაღწიოს, ვიდრე ეს წინა სეზონში იყო. მინდა, რომ სეზონი რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე დავასრულოთ”, – იკარდის სიტყვები საფეხბურთო პორტალ Goal.com-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ მილანის “ინტერს” ჩემპიონთა ლიგაზე 2011/12 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშია.

 

ბენიტესს არგენტინელი თავდამსხმელი სჭირდება

შესაძლოა, მაურო იკარდიმ კარიერა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გააგრძელოს.

მადრიდის “რეალი” დაინტერესებულია სერია ა-ს გასული სეზონის ბომბარდირის დამატებით. ამ ტრანსფერის ინიციატორი “სამეფო გუნდის” ახალი თავკაცი, რაფაელ ბენიტესია.

ექსპერტთა აზრით, ბენიტესმა პერესს 22 წლის არგენტინელის შეძენა პირადად სთხოვა. იკარდი განკუთვნილია ხავიერ ერნანდესის შესაცვლელად, რომელმაც მიმდინარე ზაფხულში დატოვა “გალაქტიკოსი”.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, მაურო იკარდიმ იტალიის ჩემპიონატში 36 მატჩი ჩაატარა. იგი 22 გოლით და შვიდი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

იკარდიმ “ინტერთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა (ფოტო)

მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

22 წლის ფეხბურთელმა “ნერიაძურისთან” ახალი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

იტალიის ჩემპიონატის დასრულებულ გათამაშებაში მაურო იკარდიმ 36 მატჩი ჩაატარა და 22 გოლით ლუკა ტონისთან ერთად საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

არგენტინელი ფეხბურთელი “ინტერში” 2013 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 48 შეხვედრა ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

Icardi

იმობილე „ინტერში“ იკარდის შეცვლის?

ევროპული პრესა დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის ჩირო იმობილეს იტალიაში შესაძლო დაბრუნების შესახებ საუბარს აგრძელებს. როგორც „Football-Italia“ წერს, ჩიროს „ინტერში“ გადასვლის შანსი აქვს.

წყაროს ცნობით, შესაძლო ტრანსფერის ალბათობას „ნერაძურიდან“ მაურო იკარდის წასვლა გაზრდის. იმ შემთხვევაში, თუ იკარდი „ინტერს“ ზაფხულში დატოვებს, მილანელები იმობილეს ტრანსფერის განხილვას აქტიურად დაიწყებენ.

აქამდე „ბორუსია“ იმობილეს სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ითხოვდა.

იკარდიმ გადაწყვეტილება მიიღო

იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ მილანის “ინტერის” თავდამსხმელი მაურო იკარდი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა.

ახალი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. ფეხბურთელი სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს. ოფიციალურმა მხარემ ეს ინფორმაცია უახლოესი ათი დღის განმავლობაში უნდა დაადასტუროს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელით ლონდონის “ჩელსი” იყო დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში მაურო იკარდიმ ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.

 

იკარდის “ინტერში” დარჩენა სურს

“ინტერის” თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ “რომასთან” მოგებული შეხვედრა შეაფასა, რომელშიც 88-ე წუთზე გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.

“ასი პროცენტით დავიხარჯეთ და მწვრთნელის დავალება შევასრულეთ. მაღალი პრესინგი ვითამაშეთ და გოლის გატანა შევძელით. ამ შეხვედრის მოგება ყველას ძვირად დაუჯდა, მაგრამ “ინტერს” კვლავ სურს მოწინავეთა შორის ყოფნა”

იკარდიმ საკუთარი კონტრაქტის შესახებაც ისაუბრა.

“კონტრაქტის გახანგრძლივებათან ახლოს ვართ. მე დარჩენა მსურს. ასე რომ, ყველაფერი კლუბზე და ჩემს აგენტზეა დამოკიდებული” – განაცხადა შემტევმა.

იკარდი: “მოხარული ვარ, რომ გადამწყვეტი გოლი გავიტანე”

იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში მილანის “ინტერმა” “რომა” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი შეხვედრის 88-ე წუთზე მაურო იკარდიმ გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება.

“მოხარული ვარ, რომ გადამწყვეტი გოლი გავიტანე, თუმცა ეს მანამდე უნდა გაგვეკეთებინა. გუნდმა მანჩინის დავალება შეასრულა. მთელი ძალით ვიბრძოდით. დერბიშიც ანალოგიური სიტუაცია იყო, მაგრამ მაშინ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში კლუბის ხელმძღვანელობა “ინტერს” გააძლიერებს და შემდეგ პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ”, – იკარდის სიტყვებს TMW ციტირებს.

 

იკარდი: “თუ “ინტერს” ჩემი გაყიდვა მოუნდება, ჩავალაგებ ბარგს და წავალ”

მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ განაცხადა, რომ “ნერიაძურიში” ყველაფერი აკმაყოფილებს, თუმცა თუ კლუბი მის გაყიდვას გადაწყვეტს, მისთვის არც ეს იქნება პრობლემა.

“მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ჯერ კიდევ სამი წელია დარჩენილი. თუ შეთანხმებას მივაღწევთ (საუბრობს ხელფასის მომატების შესახებ – რედ.), ყველანი კმაყოფილები ვიქნებით. თუ რომელიმე სხვა კლუბს ჩემი ყიდვა მოუნდება, “ინტერს” უნდა დაუკავშირდეს. თუ “ნერიაძურის” ჩემი გაყიდვის სურვილი გაუჩნდება, ჩავალაგებ ბარგს და წავალ.

სხვა შემთხვევაში, მილანში დავრჩები. აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს და ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახი აქ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

როდესაც “ინტერთან” კონტრაქტს ვაფორმებდი, მსურდა, რომ კლუბისთვის ჩემი მნიშვნელობა მეჩვენებინა. შეგვიძლია ახალ პირობებზე შევთანხმდეთ, რაც ჩემთვისაც კარგი იქნება და “ინტერისთვისაც”, – განაცხადა იკარდიმ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ცნობისათვის, 22 წლის არგენტინელ თავდამსხმელს “ინტერთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 27 მატჩში მაურო იკარდიმ 15 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.