ალექსანდრ ლაკაზეტი – საფრანგეთის წლის საუკეთესო

“ლიონის” თავდამსხმელმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა ინდივიდუალური პრიზი მიიღო.

ამ ჯილდოსთვის სეზონის ბომბარდირს, რომლის ანგარიშზეც 27 გოლი იყო, “პსჟ”-ს მოთამაშეები, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ხავიერ პასტორე ეცილებოდნენ.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ლაკაზეტის თანაგუნდელი, ნაბილ ფეკირი გახდა. მეკარე სტივ მანდანდა “მარსელიდან”, ხოლო მწვრთნელი ლორან ბლანი, რომელიც დედაქალაქელებს წვრთნის.

2014/2015 წლის სეზონის “ოცნების გუნდი” შემდეგნაირია:

მანდანდა(მარსელი) – ჟალე(ლიონი), ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი(სამივე პსჟ-დან) – ხავიერ პასტორე, მარკო ვერატი(ორივე პსჟ-დან), დიმიტრი პაიე(მარსელი) – ნაბილ ფეკირი, ლაკაზეტი(ორივე ლიონიდან), ზლატან იბრაჰიმოვიჩი(პსჟ).

LAC

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 146 მილიონ ევროს მიიღებს

მიმდინარე სეზონში, სპონსორებთან კონტრაქტების მიხედვით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბიუჯეტი 146 მილიონი ევროთი შეივსება. აღნიშნული თანხა ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგების მონაწილეთა საერთო შემოსავლის 11%-ს შეადგენს.

„IMR Sports Marketing“-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრემიერლიგის, ბუნდესლიგის, პრიმერას, სერია ა-ს, ლიგა 1-ისა და ერედივიზიის კლუბებს ჯამში 1179 სასპონსორო კონტრაქტი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილს „ბარსელონა“ იკავებს, რომელიც წელს 107 მილიონ ევროს მიიღებს.

ევროპის ექვსი წამყვანი საფეხბურთო ლიგის კლუბები სასპონსორო ხელშეკრულებებით 1,321 მილიარდ ევროს იღებენ, ამასთანავე, 460 მილიონი აქედან ინგლისის პირველობის კლუბებს ეკუთვნით. 313 მილიონს ბუნდესლიგის კლუბები იღებენ, 233 მილიონს კი, პრიმერას მონაწილეები.

ფეხბურთელმა მსაჯს წითელი ბარათი მოპარა

სახალისო ფაქტი მოხდა საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩში. შაბათს, “მონპელიესა” და “გენგამს” შორის გამართული მატჩის მთავარმა არბიტრმა, ფილიპ კალტმა, მოედნიდან მამადუ სამასას გაძევება გადაწყვიტა. ამ დროს “გენგამის” კიდევ ერთმა აფრიკელმა ლეგიონერმა, ბენჟამინ ანგუამ, მთავარი არბიტრის ქმედება ორიგინალურად გააპროტესტა და წითელი ბარათის მოპარვა სცადა. თუმცა, სამასა გაძევებას მაინც ვერ გადაურჩა.