“არსენალს” გარაი სურს

“მეთოფეები” დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებენ.

ლონდონის “არსენალი” დაინტერესებულია “ზენიტის” მცველის დამატებით, რომლის ნაკრებიც კოპა ამერიკაზე წარმატებით გამოდის.

წყაროს თანახმად, ლონდონური გუნდი მზადაა არგენტინელ მცველში 13 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, რომელსაც პერ მერტესაკერის შემცვლელად მოიაზრებენ.

გასულ სეზონში, ეზეკიელ გარაიმ რუსეთის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა. გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა სამი ასისტი.

ეზეკიელ გარაი: “მონაკო” ფალკაოსა და ხამესის გარეშე სხვა გუნდია”

“ზენიტის” არგენტინელმა მცველმა ეზეკიელ გარაიმ, გაუზიარა ჟურნალისტებს მისი მოსაზრებები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოწინააღმდეგის “მონაკოს” შესახებ.

“მატჩის მიმდინარეობისას მივხვდებით თუ რა დონის გუნდია “ზენიტი” და “მონაკო”. ფალკაოსა და ხამესის გარეშე მოწინააღმდეგე გამოიყურება რადიკალურად სხვანაირად, მაგრამ მაინც სახიფათოდ. “მონაკოს” შემადგენლობაში არიან ძლიერი შემსრულებლები, რომლებმაც იციან თუ როგორ ითამაშონ ფეხბურთი.”

“არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ, პირველ ტურში როგორც ფრანგებმა ასევე ჩვენც ვიმარჯვეთ. ახლა კი რათქმაუნდა გვსურს “ზენიტი” იყოს მოწინააღმდეგეზე ქულებით წინ, ეს ჩვენი მიზანია.” განაცხადა – გარაიმ