ტაარაბტი „ბენფიკაში“ გადავიდა

პორტუგალიურმა „ბენფიკამ“ ნახევარმცველ ადელ ტაარაბტის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი წერს, მოთამაშესთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ცნობისთვის, ტაარაბტი „ბენფიკაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ცოტა ხნის წინ მაროკოელმა „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ ხელშეკრულება გადაწყვიტა. განვლილი სეზონის შედეგის მიხედვით, ქპრ ჩემპიონშიპში დაბრუნდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2013/14 წლების სეზონის მეორე ნაწილში ტაარაბტმა იჯარით „მილანში“ ითამაშა.

ჟირუ: „ახლა გუნდი კარგ ფორმაშია“

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ „ლივერპულთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„პირველ ტაიმში მეტოქე ბურთს ხშირად კარგავდა. ვფიქრობ, პირველ ნახევარში კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეგვეძო. ახლა გუნდი კარგ ფორმაშია.

საჭიროა, მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვიფიქროთ და კონკურენტების შედეგებს არ ვუყუროთ. პრემიერლიგაში დარჩენილი ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.

ტაარაბტი „მილანში“ დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა

„ქუინს პარკ რეინჯერსის“ ნახევარმცველმა ადელ ტაარაბტმა განაცხადა, რომ „მილანში“ დაბრუნება სურს.

„იმედია, ახალი წლის შემდეგ იტალიაში დავბრუნდები. ექვსთვიანი იჯარიდან დაბრუნების შემდეგ ქპრ-ს მწვრთნელს ვუთხარი, რომ „მილანში“ დარჩენა მსურდა, რის გამოც იგი ჩემზე გაბრაზდა. ზეედორფს „როსონერიში“ ჩემი ხილვა უნდოდა, შემდგომ კი, გუნდში ინძაგი მივიდა, რომელიც სხვა ფეხბურთელებით დაინტერესდა. მილანურ კლუბში დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებასაც დავთანხმდები“, – განაცხადა ტაარაბტმა.

ტაარაბტის აგენტი: “იანვარში შესაძლოა ადელი სერია ა-ში დაბრუნდეს”

“ქპრს” ნახევარმცველის, ადელ ტაარაბტის აგენტმა კია ჯოორაბჩიანმა არ გამორიცხა ფეხბურთელის იტალიაში დაბრუნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

“იანვარში ტაარაბტმა შესაძლოა შეიცვალოს გუნდი და ჩემპიონატი, მისი სერია ა-ში დაბრუნება გამორიცხული არაა. მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ძალიან ადრეა.” – განაცხადა აგენტმა

შეგახსენებთ, რომ ადელ ტაარაბტი უკვე ასპარეზობდა სერია ა-ში, კერძოდ “მილანში”, სადაც მან სეზონის მეორე ნახევარი გაატარა.