სულ ცოტა ხნის წინ “მილანის” უკვე ყოფილმა მფლობელმა, სილვიო ბერლუსკონიმ იტალიური კლუბის აქციები ჩინელ ბიზნესმენს საკმაოდ სარფიან ფასად მიჰყიდა.
ნახსენებ ფაქტთან დაკავშირებით ომარ მომანი სახალისო კარიკატურას გვთავაზობს.
სულ ცოტა ხნის წინ “მილანის” უკვე ყოფილმა მფლობელმა, სილვიო ბერლუსკონიმ იტალიური კლუბის აქციები ჩინელ ბიზნესმენს საკმაოდ სარფიან ფასად მიჰყიდა.
ნახსენებ ფაქტთან დაკავშირებით ომარ მომანი სახალისო კარიკატურას გვთავაზობს.
იტალიური “მილანის” პრეზიდენტი გუნდის გულშემატკივრებს ამშვიდებს და აცხადებს, რომ ის კლუბის გაყიდვას არ აპირებს.
სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, სილვიო ბერლუსკონიმ ახალი ინვესტორებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გასცა.
“მინდა, ჩვენი გულშემატკივრები დავამშვიდო და მათ ვუთხრა, რომ კლუბის გაყიდვას არ ვაპირებ”, – ამბობს ბერლუსკონი.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი “როსონერის” ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმაც გააკეთა: “ეს მხოლოდ ჭორია. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, საიდან მოაქვთ ასეთი ამბები.”
იტალიური “მილანის” პრეზიდენტი, ბარბარა ბერლუსკონის “სასუოლოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ კლუბში ცვლილებების განხორციელება საჭიროა.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, “როსონერიმ” “სასუოლოსთან” მატჩი ანგარიშით 3:4 დათმო. “მილანის” კარში ოთხივე გოლი 19 წლის დომენიკო ბერარდიმ გაიტანა.
“ძალიან იმედგაცრუებული ვარ. არ შეიძლება, “მილანი” ასეთ თამაშს აჩვენებდეს. საჭიროა, რომ გუნდში ცვლილებები მოხდეს”, – ამბობს ბარბარა ბერლუსკონი.
თავად გუნდის მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი კი აცხადებს, რომ ის წარმატების მისაღწევად, ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.
“ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და რომელ კლუბშიც არ უნდა ვიყო, მომავალშიც ასე გაგრძელდება.”
იტალიური “მილანის” ხელმძღვანელობა ოფიციალური განცხადებით გამოვიდა და მარიო ბალოტელის ტრანსფერზე დაყენების ამბავი უარყო. აღნიშნული გადაწყვეტილებმა პირადად სილვიო ბერლუსკონიმ მიიღო.
“ბალოტელი იყო და არის “მილანის” მოთამაშე. ჩვენი გუნდი მას არსად არ გაუშვებს” – იუწყება მილანის ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ იტალიური პრესა ბალოტელისა და ბერლუსკონის კონფლიქტზე წერდა და სუპერმარიოს გასხვისებასაც ვარაუდობდა.