„მანჩესტერ იუნაიტედი“ 146 მილიონ ევროს მიიღებს

მიმდინარე სეზონში, სპონსორებთან კონტრაქტების მიხედვით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბიუჯეტი 146 მილიონი ევროთი შეივსება. აღნიშნული თანხა ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგების მონაწილეთა საერთო შემოსავლის 11%-ს შეადგენს.

„IMR Sports Marketing“-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრემიერლიგის, ბუნდესლიგის, პრიმერას, სერია ა-ს, ლიგა 1-ისა და ერედივიზიის კლუბებს ჯამში 1179 სასპონსორო კონტრაქტი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილს „ბარსელონა“ იკავებს, რომელიც წელს 107 მილიონ ევროს მიიღებს.

ევროპის ექვსი წამყვანი საფეხბურთო ლიგის კლუბები სასპონსორო ხელშეკრულებებით 1,321 მილიარდ ევროს იღებენ, ამასთანავე, 460 მილიონი აქედან ინგლისის პირველობის კლუბებს ეკუთვნით. 313 მილიონს ბუნდესლიგის კლუბები იღებენ, 233 მილიონს კი, პრიმერას მონაწილეები.