მილანურ ჯახს სკანდალურად ცნობილი არბიტრი განსჯის

იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება, სადაც ერთმანეთს მილანური გუნდები დაუპირისპირდებიან.

შეხვედრას 42 წლის მსაჯი ჯანლუკა როკი განსჯის. ამ არბიტრმა გასული წლის ოქტომბერში ტურინის “იუვენტუსსა” და “რომას” შორის გამართულ მატჩში იმსაჯა და მაშინ არაერთი სადავო გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც მოგვიანებით ორკვირიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

“ინტერსა” და “მილანს” შორის მატჩი კვირას, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

იუვენტუსი-რომას მსაჯი დასაჯეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჯანლუკა როკის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო. არბიტრი სერია A-ს უახლოეს ორ ტურს გამოტოვებს.

Gazzettа dello Sport-ის ცნობით, მსაჯის მიმართ სანქციების გატარების მიზეზეზი “იუვენტუსი” – “რომას” შეხვედრის დროს დაშვებული შეცდომები გახდა. შეგახსენებთ, ტურინში გამართულ მატჩში, რომელიც მასპინძლებმა 3:2 მოიგეს, როკიმ სამი პენალტი დანიშნა (ორი სტუმართა კარში).

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალგერიმ აღიარა, რომ ტურინელთა გამარჯვების გოლი შეცდომით ჩაითვალა. თავად როკი კი თვლის, რომ მხოლოდ ერთელ, “რომას” კარში დანიშნული პენალტის დროს შეცდა.