ვენგერმა ინგლისს მოუწოდა

“არსენალის” თავკაცი, არსენ ვენგერი მისი გუნდის “ტოტენჰემთან” მარცხს გამოეხმაურა და ასევე შეაქო მეტოქე გუნდის შემტევი, ჰარი კეინი.

“ჩვენ გავიტანეთ გოლი სწრაფად, მაგრამ ზოგადად, თავდასხმას უკეთესად შეეძლო თამაში. ითამაშა თუ არა დაცვამ კარგად? – ნორმალურად. სავარაუდოდ, ჩვენი დამარცხების მიზეზი ნახევარდაცვის ხაზის ცუდი ქმედებები იყო”.

“კეინი კარგი იყო, როგორც ყოველთვის. იგი ძალიან კარგად ვითარდება და პროგრესირებს. ინგლისის ნაკრების თავკაცებს მოვუწოდებ, კეინს სწრაფად უხმოს საკუთარ შემადგენლობაში, თორემ დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნები მას საკუთარ მოქალაქეობას შესთავაზებენ,”-განაცხადა მუსიე არსენმა.

უილშირი: “რუნი ჩვენთვის მამასავითაა”

“არსენალის” ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა, უეინ რუნის ლიდერულ თვისებებზე ისაუბრა.

ნაკრებიდან ეშლი კოულის, ფრენკ ლამპარდისა და სტივენ ჟერარდის შემდეგ, უეინ რუნი (რომელსაც ოქტომბერში 29 წელი შეუსრულდა) ნაკრებში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. უილშერი უენით კმაყოფილია და აღიარა, რომ ის ახალგაზრდებს ძალიან ბევრს ასწავლის.

“ის დაბადებულია, რათა იყოს ლიდერი. უეინი ნაკრებში 10 წელზე მეტია რაც თამაშობს. იგი ჩვენთვის მამასავითაა,. ყველა ჩვენგანს მხარს გვიჭერს, გვაერთიანებს და წინსვლაში გვეხმარება.”-განაცხადა უილშირმა ESPN-თან ინტერვიუში