დუნგამ განაცხადი დაასახელა

“შახტარის” ორი ფეხბურთელი, დუგლას კოშტა და ლუის ადრიანო კარლო დუნგამ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

მეკარეები: ჟეფერსონი(ბოტაფოგო), მარსელო გროე(გრემიო), დიეგო ალვესი(ვალენსია)

მცველები: ჟილი(კორინთიასი), გაბრიელ პაულისტა(არსენალი), ტიაგო სილვა(პსჟ), მირანდა(ატლეტიკო), ფაბინიო(მონაკო), მარსელო(რეალი), ფილიპე ლუისი(ჩელსი), დანილო(პორტუ)

ნახევარმცველები: ლუიზ გუსტავო(ვოლფსბურგი), ფერნანდინიო(მან.სიტი), ელიასი(კორინთიასი), სოუზა(სან-პაულო), ოსკარ, ვილიანი(ორივე ჩელსი), დუგლას კოშტა(შახტარი), ფილიპე კოუტინიო(ლივერპული)

თავდამსხმელები: ნეიმარი(ბარსელონა), რობერტო ფირმინო(ჰოფენჰაიმი), ლუის ადრიანო(შახტარი), რობინიო(სანტოსი)

კაკა : “შემიძლია ბრაზილიის ნაკრებს, გამოცდილებით დავეხმარო”

“ორლანდო სიტის” ბრაზილიელი შემტევი, რომელიც იჯარის წესით “სან პაულოში” თამაშობს, აცხადებს, რომ ის სელესაოს ღირსეული მოთამაშეა, მას დიდი გამოცდილება აქვს, რომელიც შეიძლება ხუთ გზის მსოფლიოს ჩემპიონმა გამოიყენოს.

“მე მესმის, რომ გუნდში წამყვანი ფეხბურთელი არ ვარ, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ახლაც შემიძლია ბრაზილიის ნაკრებს დავეხმარო. მე ვიბრძოლე, რის შემდეგადაც ნაკრებში კიდევ ერთხელ მოვხვდი. საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. შანსი მომეცა და ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ.”–განაცხადა ბრაზილიელთა ლეგენდამ.

დუნგამ კაკა  არგენტინისა და იაპონიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ მხანაგურ მატჩში გამოიძახა.

რა მოხდა სინამდვილეში კაკასა და მესის შორის?

11 ოქტომბერს, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს. “სან პაულოს” ბრაზილიელი ლეგენდა რიკარდო კაკა ლიონელ მესისთან მივიდა და თმაზე შეეხო, მესიმ კი კაკას ხელი “უხეშად” მოიშორა. ეს ვიდეო მთელს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. თითქმის ყველა ჟურნალისტი ამ ფაქტს, მესის ბრაზილიელების მიერ სიძულვილს უკავშირებდა.

რა მოხდა სინამდვილეში? ამ კითხვას პასუხი კაკამ გასცა.

“ჩემსა და ლიონელს შორის კონფლიქტი არ ყოფილა. მე მას უბრალოდ მაისურის გაცვლა ვთხოვე, მან კი მიპასუხა, რომ ოსკართან პირობა დადო და მაისური მისთვის უნდა გადაეცა.”-აცხადებს ბრაზილიელი.

thumb