“ანჟიმ” “სკა” დაამარცხა – ქართველები სასტარტოში

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც მახაჭკალას “ანჟიმ” “სკა ხაბაროვსკს” უმასპინძლა და 4-0 გაანადგურა მეტოქე.

როგორც მოგეხსენებათ ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და ჩვენდა სასიხარულოდ გიორგი ლორია და გიორგი ნავალოვსკი დღესაც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ქართველებმა სრული მატჩი ჩაატარეს და ერთ-ერთი გამორჩეულები იყვნენ მოედანზე. შეხვედრა მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და ისინი პირველივე წუთზე ლესკანომ დააწინაურა. მე-8 წუთზე ანგარიში ორამდე პოლუიაქტოვმა გაზარდა, ხოლო 43-ზე მარკელოვმა გაიტანა თავის გოლი. საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე არმასმა დააფიქსირა. შეხვედრა “ანჟის” გამარჯვებით 4-0 დასრულდა.

ამ შედეგის შემდეგ გუნდებმა სატურნირო ცხრილში ადგილი შეინარჩუნეს, “სკა” 12 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო “ანჟი” 19 ქულით “დინამო” მოსკოვს წამოეწია, თუმცა დედაქალაქელებს ბურთების უკეთესი შეფარდება აქვთ, ამიტომაც ლორიას გუნდი მე-15 ადგილს ინარჩუნებს.

რუსეთი – მოლდოვა: ფანების ბანერი

ამ წუთებში მიმდინარეობს ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო მატჩი “ხიმკი არენაზე” რუსეთისა და მოლდოვის ეროვნულ ნაკრებებს შორის. მატჩის დაწყებამდე, რუსმა ფანებმა ტრიბუნებზე “ნოვორასიის” დროშა გამოფინეს.

ასევე მოედანზე გამოჩნდა, რუსი სეპარატისტი ლიდერის იგორ სტრელკოვის ფოტო და “ДНР”- ს ორი დროშა.