რეიამ პალერმოს უარი უთხრა

ედოარდო რეიამ “პალერმოს” წინადადებაზე უარი განაცხადა. იტალიელმა სპეციალისტმა, რომელიც “ლაციოდან” წამოსვლის შემდეგ უმუშევარია, “პალერმოს” სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობა იუარა.

რეიას უაროფითი პასუხის შემდეგ ვაკანტური ადგილი “პალერმოს” ახალგაზრდული გუნდის დირექტორმა, დარიო ბაკინმა დაიკვა.

იყო საუბრები, რომ რეია, შესაძლოა, “პალერმოს” მწვრთნელადაც დაენიშნათ.