ფაბიო ბორინი “მილანში” მიდის

“სანდერლენდის” თავდამსხმელი ფაბიო ბორინი შესაძლოა, იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს.

იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი ხუთშაბათს “მილანში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის. შეგახსენებთ, რომ მას იტალიაში “რომასა” და “პარმას” რიგებში უთამაშია.

გასულ სეზონში ფაბიო ბორინიმ 26 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ “სანდერლენდმა” ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში უკანასკნელი ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიფში დაქვეითდა.

ბორინი სამი თვით იუქმებს

“სანდერლენდის” თავდამსხმელი ფაბიო ბორინი გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურში “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:1) იტალიელმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და 64-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. როგორც გაირკვა, ბორინიმ ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა, რის გამოც სამი თვით უქმობა მოუწევს.

ფაბიო ბორინიმ მიმდინარე სეზონში ორი მატჩი ჩაატარა, შედეგიანი ქმედებით კი თავი არ გამოუჩენია.

სუარესმა ბორინის საჩუქარი გაუკეთა

“ლივერპულის” თავდამსხმელი ფაბიო ბორინი “ნოუ კამპზე” იმყოფება, სადაც ესპანეთის პრიმერადივიზიონის XVIII ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გასამართ მატჩს მიადევნებს თვალყურს.

როგორც ირკვევა, იტალიელ ფეხბურთელს მატჩზე დასასწრები ბილეთები ყოფილმა თანაგუნდელმა და ამჟამად კატალონიური გუნდის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა აჩუქა. ბორინიმ ამის შესახებ ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გასამართი მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

Borini

ბორინი, დიდი ალბათობით, „ლესტერთან“ პირველი წუთებიდან ითამაშებს

„ლესტერ სიტისთან“ მატჩში „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი თავდამსხმელ რიკი ლამბერტის დასვენებას გეგმავს.

პირველი წუთებიდან მოედანზე, დიდი ალბათობით, მერსესაიდელთა იტალიელი ლეგიონერი ფაბიო ბორინი გამოვა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მატჩს ტრავმების გამო მამადუ სახო და მარიო ბალოტელი გამოტოვებენ.

“ინტერს” ბორინის იჯარის წესით აყვანა სურს

მილანის “ინტერი” ფორვარდ ფაბიო ბორინის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. იტალიელი თავდასხმელი “ლივერპულის” ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ვერ ახერხებს და არ არის გამორიცხული, მან უახლოეს სატრანსფერი პერიოდში მერსისაიდული გუნდი დატოვოს.

იტალიურ პრესის თანახმად, “ინტერს” სურს, რომ ზამთრის სატრანსფერო პეროდში ბორინი იჯარის წესით აიყვანოს.

იტალიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა, გოლი კი არ გაუტანია.

 

ფაბიო ბორინიმ მატჩის შესვენებისას გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში „კარდიფ სიტისა“ და „სანდერლენდს“ შორის გამართული მატჩის (2:2) შესვენების დროს, სტუმრების თავდამსხმელმა ფაბიო ბორინიმ გონება დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული „ბიბისი“ ავრცელებს.

იტალიელი ფეხბურთელი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე ტაიმში მის ნაცვლად მოედანზე სტივენ ფლეტჩერი შევიდა, რომელმაც 83-ე წუთზე გოლიც გაიტანა.

ბორინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მატჩის შემდეგ „სანდერლენდის“ მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ისაუბრა.

„ბორინი მატჩამდე ავად იყო, თუმცა თამაში სურდა. როგორც დავინახეთ, მისთვის ერთი ტაიმიც კი ბევრი აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ ბორინი თავს უკეთ გრძნობდა. ექიმმა მითხრა, რომ ჩვენთან ერთად ვერ იმგზავრებს, ამიტომ ღამეს აქ გაათევს, თუმცა საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია. ძალიან ვღელავდით. რაღაც ვირუსი თუ ავადმყოფობაა. მოკლედ, პრობლემა მოიხსნა“, – განაცხადა პოიეტმა.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბორინიმ 16 მატჩში მიიღო მანწილეობა და ორი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფორვარდი „ლივერპულს“ ეკუთვნის და „სანდელენდში“ იჯარის წესით თამაშობს.

ბექა დოგრაშვილი