“სოსიედადს” “ლივერპულის” შემტევი სჭირდება

იტალიელი ფორვარდი ამ ზაფხულს “ენფილდს” დატოვებს.

ესპანურ გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, “რეალ სოსიედადი” მოლაპარაკებას იწყებს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.

ბრენდან როჯერსის სამწვრთნელო შტაბი ფაბიო ბორინის გუნდის სამომავლო გეგმებში ვერ ჰხედავს და იგი აზიის ტურნეშიც არ წაიყვანა.

ამავე დროს, იტალიელის გაფორმების სურვილი “ლაციომაც” გამოთქვა.

პრემიერ ლიგის ბოლო სეზონში, 24 წლის შემტევმა 12 მატჩში ერთხელ გაიტანა.

სუარესმა ბორინის საჩუქარი გაუკეთა

“ლივერპულის” თავდამსხმელი ფაბიო ბორინი “ნოუ კამპზე” იმყოფება, სადაც ესპანეთის პრიმერადივიზიონის XVIII ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გასამართ მატჩს მიადევნებს თვალყურს.

როგორც ირკვევა, იტალიელ ფეხბურთელს მატჩზე დასასწრები ბილეთები ყოფილმა თანაგუნდელმა და ამჟამად კატალონიური გუნდის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა აჩუქა. ბორინიმ ამის შესახებ ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გასამართი მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

Borini

ბორინი, დიდი ალბათობით, „ლესტერთან“ პირველი წუთებიდან ითამაშებს

„ლესტერ სიტისთან“ მატჩში „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი თავდამსხმელ რიკი ლამბერტის დასვენებას გეგმავს.

პირველი წუთებიდან მოედანზე, დიდი ალბათობით, მერსესაიდელთა იტალიელი ლეგიონერი ფაბიო ბორინი გამოვა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მატჩს ტრავმების გამო მამადუ სახო და მარიო ბალოტელი გამოტოვებენ.

ფაბიო ბორინიმ მატჩის შესვენებისას გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში „კარდიფ სიტისა“ და „სანდერლენდს“ შორის გამართული მატჩის (2:2) შესვენების დროს, სტუმრების თავდამსხმელმა ფაბიო ბორინიმ გონება დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული „ბიბისი“ ავრცელებს.

იტალიელი ფეხბურთელი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე ტაიმში მის ნაცვლად მოედანზე სტივენ ფლეტჩერი შევიდა, რომელმაც 83-ე წუთზე გოლიც გაიტანა.

ბორინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მატჩის შემდეგ „სანდერლენდის“ მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ისაუბრა.

„ბორინი მატჩამდე ავად იყო, თუმცა თამაში სურდა. როგორც დავინახეთ, მისთვის ერთი ტაიმიც კი ბევრი აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ ბორინი თავს უკეთ გრძნობდა. ექიმმა მითხრა, რომ ჩვენთან ერთად ვერ იმგზავრებს, ამიტომ ღამეს აქ გაათევს, თუმცა საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია. ძალიან ვღელავდით. რაღაც ვირუსი თუ ავადმყოფობაა. მოკლედ, პრობლემა მოიხსნა“, – განაცხადა პოიეტმა.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბორინიმ 16 მატჩში მიიღო მანწილეობა და ორი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფორვარდი „ლივერპულს“ ეკუთვნის და „სანდელენდში“ იჯარის წესით თამაშობს.

ბექა დოგრაშვილი