გიორგი ქვილითაიამ ავსტრიის “ბუნდესლიგაში” კვლავ გაიტანა (ვიდეო)

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში დედაქალაქური დერბი შედგა: “ავსტრია” “რაპიდის” წინააღმდეგ. ამ უკანასკნელში გამოდის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქვილითაია.

24 წლის შემტევი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა. ამ დროს მისი გუნდი უკვე ანგარიშით, 3-0 იგებდა. გიორგიმ შესვლიდან ერთ წუთში ოთხამდე გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა

ამ გამარჯვების შემდეგ “რაპიდი” 52 ქულით მესამეა. ის შემდეგ ტურში “ადმირას” დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა ვენაში, 22 აპრილს, თბილისის დროით 18:30 წუთზე შედგება.

ქვილითაიას გოლი და წითელი ბარათი ავსტრიის თასზე (ვიდეო)

გუშინ ავსტრიის თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ვენის “ასკ ელეკტრამ” თანაქალაქელი “რაპიდი” მიიღო. სტუმრებმა მეტოქე ანგარიშით, 4:0 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

მოგეხსენებათ, “რაპიდში” გიორგი ქვილითაია გამოდის. მან ანგარიშის გახსნა მე-19 წუთზე მოახერხა. ქართველმა თავდამსხმელმა სხვა რამითაც “გამოიჩინა” თავი: 34-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 73-ე წუთზე მეორე გაფრთხილებაც დაიმსახურა და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.

ქვილითაიას გოლი იხილეთ 4:09 წამიდან

 

 

 

ქვილითაია: “უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით”

ირლანდიის ნაკრებთან ნათამაშები ფრის (1-1) შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა, გიორგი ქვილითაიამ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“დასაწყისში დასანანი გოლი გავუშვით, თუმცა შემდეგ ყველაფერი გამოვასწორეთ. ვფიქორობ, უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. ალბათ, ამისთვის ცოტაოდენი გამართლება და ფიზიკური კონდიციები დაგვაკლდა. ბევრი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ნაკრებში, ბევრი უთამაშებელია და ამანაც, რა თქმა უნდა, ხელი შეგვიშალა. ეს გამოჩნდა 70 წუთის შემდეგ, როცა უკვე ბოლო ფაზაში გადავედით.”

“დღეს, პირადად მე, ბრძოლა მიწევდა, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან ათლეტური მცველები მეთამაშებოდნენ. სამთვიანი ტარვმის გამო, ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ, მაგრამ მაინც დადებითად შევაფასებდი იმას, რაც მოედანზე გავაკეთე,” – ამბობს ქვილითაია.

გიორგი ქვილითაიამ “აუსტრიას” გაუტანა (ვიდეო)

12 თებერვალს, ავსტრიის ბუნდესლიგაში გიორგი ქვილითაიას “რაპიდი” სტუმრად “აუსტრიას” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ქართველი თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ანგარიში სწორედ ქვილითაიმ 55-ე წუთზე გახსნა, რომელმაც მასპინძელთა კარი თავური დარტყმით აიღო. გიორგი 70-ე წუთზე შეცვალეს.

საბოლოოდ, “რაპიდს” ქვილითაის გოლი არ ეყო, რადგან “აუსტრიამ” ანგარიში 94-ე წუთზე გაათანაბრა.

იხილეთ ვიდეო

ქვილითაიამ ვენის “რაპიდში” დუბლი შეასრულა

18 იანვარს ვენის “რაპიდმა” ამხანაგური შეხვედრა გამართა ავსტრიის გუნდ, “არკადია ტრაისკირხენთან”.

შეხვედრაში მონაწიელობა მიიღო საქართველოს ანკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილიტაიამ. მან 57-ე და 59-ე წუთებზე დუბლი შეასრულა.

საბოლოოდ, “რაპიდმა”, ანგარიშით, 7-1 იმარჯვა. შემდეგ – ბოლო ამხანაგურ შეხვედრას ქვილითაიას გუნდი იმავე ქვეყნის გუნდის, “ვინერის” წინააღმდეგ გამართავს.

 

ქვილითაიამ “რაპიდში” პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

დღეს ავსტრიის თასის 1/16 ფინალური მატჩები იმართება.

საკუთარ შეხვედრას ატარებს ვენის “რაპიდი”, რომელიც სტუმრად “ლინცს” უპირისპირდება. საგულისხმოა, რომ დედაქალაქურ გუნდში მოთამაშე ქართველმა შემტევმა, გიორგი ქვილითაიამ სასტარტოდან დაიწყო შეხვედრა და 33-ე წუთზე მის ვენურ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა.

 

ბელგრადის “პარტიზანს” გიორგი ქვილითაიას შეძენა სურს

სერბეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ბელგრადის “პარტიზანს” თბილისის “დინამოს” თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას შეძენა სურს.

როგორც Fanebi.Com-ს სერბეთიდან შეატყობინეს, “პარტიზანი” 22 წლის ქართველ ფეხბურთელს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა. ასევე, გავიგეთ, რომ სერბული კლუბი ქვილითაიაში 400 000 ევროს გადახდას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი “პარტიზანში” გადავა და შემდეგ ის სხვა რომელიმე კლუბში გაიყიდება, “დინამო” ტრანსფერში გადახდილი თანხის 20 პროცენტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაიმ კარიერა თბილისის “სასკოში” დაიწყო, საიდანაც 2013 წელს უნგრულ “დიორში” გადაბარგდა. ამის შემდეგ, გიორგი საქართველოში დაბრუნდა და გორის “დილას” მაისური მოირგო, თბილისის “დინამოში” კი 2015 წელს ჩაირიცხა.

ქვილითაიამ, საქართველოს უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 20 გოლის გატანა შეძლო. რამდენიმე კვირის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისით თურქული “ტრაბზონსპორიცაა” დაინტერესებული.

გიორგი ქვილითაიამ უნგრეთის თასზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა (ვიდეო)

11 ნოემბერს, უნგრეთის თასზე, “დიორსა” და “გირმოტს” შორის გამართულ შეხვედრაში (1:3) გიორგი ქვილითაიამ გოლის გატანა მოახერხა.

21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი 58-ე წუთზე დალაშქრა.

გიორგი ქვილითაიას კიდევ ერთი ჰეთ-თრიქი უნგრეთში (ვიდეო)

15 ოქტომბერს, ინგლისის ლიგის თასის გათამაშებაში მომდევნო ტურის მატჩები გაიმართა. D ჯგუფში, “ჩაკვარმა” “დიორს” უმასპინძლა და ანგარიშით 3:5 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ “დიორის” გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ გიორგი ქვილითაიას, რომელმაც მეტოქეს სამი გოლი გაუტანა.

შეგახსენებთ, ქვილითაიამ “ჩაკვარის” წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი 7 ოქტომბერსაც გაიფორმა.