ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მოიგო!

დასრულდა უიმბლდონის კაცთა 2015 წლის გათამაშების ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს პლანეტის პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტურნირის შვიდგზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი შევხდნენ.

პირველი სეტი თანაბარი გამოდგა, მისი ბედი ტაიბრეიკზე გაირკვა, რომელშიც ჯოკოვიჩმა ფედერერი უშანსოდ დატოვა. მეორე სეტი მსგავსი სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა ამჯერად ტაიბრეიკი დაძაბული გამოდგა და შვეიცარელმა სეტის მოგება შეძლო. მესამე სეტის შუა ნაწილის მიმდინარეობისას წვიმა წამოვიდა, რის გამოც მატჩი ცოტა ხნით შეწყდა. საბოლოოდ, პაუზამ უკეთესად ჯოკოვიჩზე იმოქმედა და მესამე სეტი მან 6:4 მოიგო. მეოთხე სეტში კი სერბმა ორი ბრეიკი მიითვალა და 6:3 გაიმარჯვა.

აქედან გამომდინარე, ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მესამედ მოიგო. ცნობისთვის, წელს მთავარ ტიტულებს შორის მან ასევე ავსტრალიის ღია პირველობის მოგება მოახერხა და „როლანდ გაროსის“ ფინალამდე მივიდა, სადაც სტანისლას ვავრინკასთან დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე ითამაშებს!

დღეს უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო რაუნდის შეხვედრა გაიმრთა, რომელშც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 წლის უნგრელa მარტონ ფუსკოვიჩს შეხვდა.

შეხვედრა საინტერესო გამოდგა – პირველი ორი სეტი ბაშილშვილმა ანგარიშით 6:4 მოიგო, მესამე კი ანაგრიშით 3:6 დათმო. გადამწყვეტი მეოთხე სეტი აღმოჩნდა, რომელიც ნიკოლოზმა ანაგრიშით 6:2 მოიგო.

ამ გამარჯვებით ქართველი სპორტსმენი უიმბლდონის ძირითად ბადეში გავიდა, რომლის პირველ ეტაპზე მისი მეტოქის ვინაობა ხვალინდელ კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა.

მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა ფეხბურთელმა “ლივერპულს” გაუტანა (ვიდეო)

5 იანვარს, “უიმბლდონსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ შეხვედრაში ადებაიო აკინფენვამ ლივერპულელთა კარში გოლის გატანა მოახერხა.

მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებს ჯერარდთან მაისურის გაცვლა აუკრძალა

“უიმბლდონის” თავდამსხმელმა ადებაიო აკინფენვამ, რომელსაც დაახლოებით 180 კილოგრამი მასის აწევა შეუძლია და მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად მიიჩნევა, თანაგუნდელებს “ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდთან მაისურის გაცვლა აუკრძალა.

ცნობისათვის, მისი გუნდი და “ლივერპული” ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე ერთმანეთს ხვალ დაუპირისპირდებიან.

აკინფენვამ, რომელიც მერსისაიდული გუნდის დიდი გულშემატკივარია, უკვე დაადგა თვალი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის ფორმას და თანაგუნდელებიც გააფრთხილა, ჯერარდთან მაისურის გაცვლა არავინ გაბედოს, თორემ შავ დღეს დაგაყრითო.

 

რეინჯერსი და კიდევ 4 კლუბი, რომლებიც ევროპულ ფეხბურთს დააკლდნენ

გთავაზობთ სტატიას, სადაც წარსულში ცნობილ, მაგრამ ამჟამად რთულ ვითარებაში მყოფ კლუბებს გავიხსენებთ.

გლაზგო რეინჯერსი

შოტლანდიური გრანდი ამჟამად ქვეყნის მეორე დივიზიონში ასპარეზობს. 2012 წელს ვალების გამო კლუბი ბანკროტად სცნეს და მეოთხე დივიზიონში დააქვეითეს. ამჟამად საკუთარ ლიგაში “რეინჯერსი” ლიდერობს და დიდი ალბათობით გლაზგოლელები მომავალი წლიდან კვლავ დაუბრუნდებიან შოტლანდიური ფეხბურთის ელიტას, სადაც 1890-2012 წლებში ასპარეზობდნენ და უამრავი ტიტული მოიპოვეს.

ლიდს იუნაიტედი

ერთ დროს წარმატებული “ლიდსი” 2007 წელს ჩემპიონშიპიდან რანგით მესამე, ლიგა 1-ში გავარდა, სადაც ფინანსური პრობლემების გამო დაჯარიმდნენ და გათამაშება -15 ქულით დაიწყეს.

კლუბის საუკეთესო პერიოდი მეოცე საუკუნის 60-იან წლებში იყო. თუმცა, შედარებით ახალგაზრდა თაობის გულშემატკივრებს 2000-იანი წლების დასაწყისში, დევიდ ოლირის მიერ გაწვრთნილი “ლიდსიც” ახსოვთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა. იმ ფორმაციის კლუბის შესაქმნელად საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, რის გამოც კლუბი დიდ ვალებში ჩავარდა.

გასული წლის ბოლოს “ლიდსის” აქციები იტალიელმა მასიმო ჩელინომ შეიძინა, თუმცა პრემიერლიგაში დაბრუნებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.

ნოტინგემ ფორესტი

ინგლისის ჩემპიონი და ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებული ამჟამად ჩემპიონშიპში ასპარეზობს. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე კლუბი საკმაოდ გაძლიერდა, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტიუარტ პირსი დაინიშნა, რომელმაც “ფორსტში” 12 წლის განმავლობაში ითამაშა.

ლეგენდარული კლუბი რანგით მეორე ლიგაში პირველობისთვის იბრძვის და პრემიერლიგაში დაბრუნდების საკმაოდ კარგი შანსებიც აქვს.

უიმბლდონი

2002 წელს დაშლილი კლუბი AFC Wimbledon-ის სახელით აღორძინდა და ამჟამად ინგლისის რანგით მეოთხე ლიგაში ასპარეზობს.

პრემიერლიგაში საუბარი ამ ეტაპზე ნამდვილად უტოპიაა. კოლორიტული კლუბი საკუთარი გულშემატკივრების სახსრებით ფინანსდება.

პერუჯა

2004 წელს სერია A-დან გავარდნის შემდეგ “პერუჯა” ორჯერ 2005 და 2010 წლებში გაკოტრდა. პირველი შემთხვევის შემდეგ პერუჯელები სერია C-ში დაქვეითდნენ, შემდეგ კი კლუბი უბრალოდ დაიშალა. ახალმა გუნდმა, რომელიც 2010 წელს შეიქმნა, საკუთარი გზა სერია D-დან დაიყო.

2014 წელს “პერუჯა” სერია B-მდე მივია და ამჟამად კლუბის მთავარი მიზანი იტალიური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებაა.