საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი – რევაზ არველაძე ხვალ უეფაში მიემგზავრებიან. ვიზიტის მიზანი სხვადასხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი – ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისათვის დაპირებული დაფინანსების გამოყოფის საკითხის გადაწყვეტაა.
დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ხუთშაბათს, 23 ოქტომბერს, უეფას სათაო ოფისში ხელი მოეწერება შეთანხმებას ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსა და სფფ-ის შორის, რის მიხედვითაც ქართული კლუბები დაპირებულ დაფინანსებას მიიღებენ. საფეხბურთო კლუბებს აღნიშნული თანხა დოკუმენტის ხელმოწერიდან უახლოესი ათი დღის ვადაში გადაერიცხებათ.
სფფ-ის პრესსამსახური