სერენა უილიამსი სიმონა ხალეპთან უშანსოდ დამარცხდა

ჩოგბურთში ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირი გრძელდება. დღეს წითელი ჯგუფის ერთი მატჩი შედგა, რომელის საინტერესო შედეგით დასრულდა. ამერიკელი სერენა უილიამსი რუმინელ სიმონა ხალეპს შეხვდა და ორ სეტში 0:6, 2:6 დამარცხდა.

დღის მეორე მატჩი ამ ჯგუფში სულ მალე დაიწყება. თბილისის დროით, 15 საათსა და 30 წუთზე ერთმანეთს სერბი ანა ივანოვიჩი და კანადალი ეუჟენი ბუშარი დაუპირისპირდებიან.

ხვალ კი, ხალეპი მეორე მატჩის მონაწილეს ანა ივანოვიჩს შეხვდება.

რაც შეეხება თეთრს ჯგუფს, მისი მატჩები ხვალ, თბილისის დროით, დილის 08:00 საათზე დაიწყება.