რომან ფიფია: “დინამოში“ 50 მილიონზე მეტი დავხარჯე”

“დინამო-არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე გია გეგუჩაძის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს თბილისური კლუბის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ უპასუხა.

რომან ფიფია: “გეგუჩაძემ „დინამო“ 10 წის წინ დატოვა და დღეს დადგა ის დრო, როცა გიამ “დინამო” კვლავ უნდა ჩაიბაროს. არა მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულა. „დინამოს“ სჭირდება პროგრესი და სტაბილურობა. ჩვენ კლუბს დღეს აქვს ყველანაირი პირობა და დარწმუნებული ვარ, რომ გეგუჩაძესთან ერთად კლუბში სტაბილურობა მოვა. ერთი წელი ძალიან დიდი დროა და ამ პერიოდის ჩაგდების უფლება არც გეგუჩაძეს, არც გოგიჩაიშვილს და არც ფიფიას აქვთ. გიასთან 2 წლიანი კონტრაქტი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებით ქვეყნის გახარებას შევძლებთ. ხვალინდელი დღე არის ახალგაზრდების და ეს ახალი არ არის.

სეზონის სტარტზე გოგიჩაიშვილის დანიშვნა იმ პერიოდში სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პროგრესი არ იყო. სამ წელს მე არავინ არ მაძლევს და შესაბამისად ვერც მე მივცემ ვერავის ამდენ დროს. „დინამომ“ თასისთვის უნდა იბრძოლოს და როდესაც დავინახე რომ გუნდს ამის მიღწევა არ შეუძლია, მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლეგიონერები, რომლებიც დღეს ჩვენს კლუბში ირიცხებიან, მათი სამომავლო გუნდში ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ვეცდებით, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდება.

გია გეგუჩაძეს საკმაოდ შეცვლილი „დინამო“ დახვდა და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მოთხოვნები ერთმანეთს ემთხვევა. მიზანი კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდის შემქნაა. შესაძლოა, ეს სწრაფად ვერ მოხდეს, მაგრამ 2-3 წელიწაწდში ეს სავსებით შესაძლებელია. ამავდროულად ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ჩემპიონატში უმაღლესი მიზნებისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ.

ვეცდებით, რომ სელექციაში შეცდომები არ დავუშვათ და ვათამაშოთ ის საინტერესო ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენი ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ. „დინამოში“ პირადად მე 50 მილიონზე მეტი დავხარჯე და ეს არ არის არანაირი ვალი. დეზინფორმაციამ ფედერაციიდან გამოჟონა და ზოგმა ჟურნალისტმა ეს გაასაჯაროვა.

ნამდვილად მაწუხებს დღევანდელი ქართული ფეხბურთის მდგოამრეობა, სფფ-ს ბევრ წამოწყებას ვერ დავეთანხმები. ნაკლებად არის სავარაუდო, რომ მე სფფ-ს პრეზიდენოტობა გადავწყვიტო, თუმცა გამოუვალ მდგომარეობაში ყველაფერია შესაძლებელი. გეტყვით, რომ მხარს ღირსეულ კანდიდატს დავუჭერ.”

დინამოს პრეზიდენტი საპატიო სიგელით დააჯილდოვეს

ეროვნული ფეხბურთის განვითარებისა და აღორძინებისათვის, სტრატეგიული პროექტების ინვესტირებისათვის ქართულ ეკონომიკაში, მომავალი თაობების აღზრდა-განვითარებისთვის, მედია ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმსის და გორბის XV ბიზნეს რეიტინგზე – დინამო თბილისის პრეზიდენტი ბატონი- რომან ფიფია სპეციალურ ნომინაციაში საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

FCDinamo.GE