როგორც უკვე ვწერდით, საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე “ჰავრი” ცნობილი ბრაზილიელი ფორვარდის, ადრიანოს დამატებას აპირებდა.
თუმცა, ცნობილი ხდება, რომ ამჟამად კლუბს ფეხბურთელისთვის ხელფასის გადახდა არ შეუძლია, მაგრამ იანვარში “ჰავრში” ახალი მფლობელის გამოჩენას ელიან და იმედებსაც სწორედ აღნიშნულ საკადრო ცვლილებეზე ამყარებენ.
აღსანიშნავია, რომ 32 წლის შემტევი პარასკევს “ჰავრის” საშინაო შეხვედრას დაესწრება.