სუარესი შესანიშნავია – ორი საგოლე პასი “ალმერიას” წინააღმდეგ (ვიდეო)

8 ნოემბერს, “ალმერიასა” და “ბარსელოას” შორის გამართულ მატჩში ლუის სუარესმა ნეიმარსა და ჟორდი ალბას საგოლე პასები გაუკეთა.

ნეიმარი და ალბა ერთ თვეს გამოტოვებენ

„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ესპანეთის სამეფო თასის ფინალურ მატჩში (1:2) მიღებული ტრავმის გამო დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს. დაშავდა ჟორდი ალბაც, რომელსაც 3-4 კვირის გამოტოვება მოუწევს.

ბრაზილიელ ფეხბურთელს წუხანდელ შეხვედრაში ნატკენი მარცხენა ფეხი გაუსივდა. რაც შეეხება ალბას, კატალონიელმა მცველმა მუხლქვედა მყესი დაიშავა.

ნავარაუდევია, რომ ნეიმარი 19 მაისს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გასამართი მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

„ბარსელონას“ პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი აქვს დაკავებული და ლიდერ „ატლეტიკოს“ 4 ქულით ჩამორჩება.

ბექა დოგრაშვილი

როგორ ხურდებოდნენ “ბარსელონას” ფეხბურთელები “ხეტაფესთან” მატჩის წინ

8 იანვარს, ესპანეთის თასზე, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ხეტაფე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

აღნიშნული თამაშის დაწყების წინ, კამერებმა, მესის, პიკეს, ჩავის, ჟორდი ალბასა და ვალდესის გახურება დააფიქსირეს.

ალბა: “მესის ოქროს ბურთი არ ჭირდება”

კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა აცხადებს, რომ მის თანაგუნდელ ლიონელ მესის ოქროს ბურთი არ ჭირდება, რადგან ის ისედაც საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ წელს ოქროს ბურთის მოპოვების მთავარ კანდიდატატ კრიშტიანო რონალდუ ითვლება.

“ნამდვილად არ ვიცი, ვინ მიიღებს ოქროს ბურთს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მესის ის არ ჭირდება, რადგან ლიონელი ისედაც საუკეთესოა”, – ამბობს ალბა.