მადრიდის “რეალის”, “ჩელსის”, “არსენალისა” და “მარსელის” ყოფილი ნახევარმცველი, ლასანა დიარა, ამიერიდან კარიერას “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში გააგრძელებს.
ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 32 წლის ჰავბეკი “პარი სენ-ჟერმენში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. ის პარიზულ კლუბში 2019 წლის ივნისის თვემდე უნდა დარჩეს.
გეტყვით იმასაც, რომ დიარას ბოლო კლუბი “ალ-ჯაზირა” გახლდათ. დეკემბრის თვის ბოლოსკენ დიარამ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა.