ლუის ენრიკეს კომენტარი “სელტასთან” მარცხის შემდეგ

ესპანეთის პრიმერადივიზიონის X ტურში “ბარსელონა” შინ “სელტასთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა. კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მარცხი მომენტების გამოუყენებლობას დააბრალა. აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელებმა მატჩის განმავლობაში მეტოქე გუნდის კარის ძელს ბურთი ოთხჯერ მოარტყეს.

“19-ჯერ დავარტყით, აქედან ცხრაჯერ ბურთი კარში წავიდა, ოთხჯერ გავარტყით კარის ძელს. ჩემი აზრით, გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით, თუმცა ასეთია ფეხბურთი. მინდოდა, რომ თამაშზე მეტი კონტროლი დაგვეწესა, მაგრამ მეტოქესგან ასეთ თამაშს მოველოდით. გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი გვქონა, თუმცა დღეს ჩვენი დღე არ იყო”, – ციტირებს ლუის ენრიკეს სიტყვებს “მარკა”.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” ზედიზედ მეორედ დამარცხდა: წინა ტურში კატალონიურმა გუნდმა მადრიდის “რეალთან” წააგო (1:3).

“ბარსელონამ” პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგა.