“გუანჟოუ”: პაულინიოს წასვლის უფლებას არ მივცემთ

“გუანჟოუ ევერგრანდის” ხელმძღვანელებმა “ბარსელონელებს” საკმაოდ გარკვევით განუცხადეს, რომ ასეთ დროს კლუბიდან პაულინიოს გაშვებას არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, თუ რა სურს თავად ფეხბურთლს.

“პაულინიო ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშე დგას, მას შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა. ამას ძალიან კარგად ვაანალიზებთ, მაგრამ ჩვენი კლუბის ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ.

კლუბმა ახლახან მიაღწია სეზონის შუა ნაწილს და ასეთ დროს მას წასვლის უფლებას უბრალოდ ვერ მივცემთ, ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს.

მესმის და დაახლოებით ვიცი, რასაც გრძნობ პაულინიო მაგრამ მჯერა, რომ ის გაგვიგებს. “ბარსელონასგან” მიღებული წინადადების მიუხედავად, ის თითოეულ მატჩს დიდი მონდომებით თამაშობს. იმედი მაქვს, რომ სხვა ფეხბურთელებიც მიბაძავენ მას,” – აცხადებს კლუბის მთავარი დირექტორი.

მარჩელო ლიპიმ “გუანჩჟოუს” თავკაცის პოსტი დატოვა

“გუანჩჟოუ ევერგრანდი” ჩინეთის ჩემპიონი გახდა, მარჩელო ლიპიმ კი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების გადაწყვეტლება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინური კლუბის თავკაცის თანამდებობაზე ლიპი შესაძლოა, ფაბიო კანავარომ ჩაანაცვლოს.

მარჩელო ლიპი “გუანჩჟოუს” 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდის განმავლობაში იტალიელი სპეციალისტი გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ჩინეთის ჩემპიონი, მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგაც.