დეჟა ვუ: როხომ წინა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ნიგერიას გამარჯვების გოლი გაუტანა (ვიდეო)

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში არგენტინამ ნიგერია ანგარიშით, 2-1 დაამარცხა და მერვედფინალში გასვლა მოახერხა. საგულისხმოა, რომ გამარჯვების გოლის გატანა ლათინოამერიკელთა მხრიდან მარკოს როხომ მოახერხა. სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ არგენტინა ჯგუფში არ ჩარჩა.

საინტერესო ფაქტია ის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველს 2014 წლის 25 ივნისს, ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, ზუსტად ნიგერიასთან გამარჯვების გოლი აქვს გატანილი. ანგარიში 2:2 იყო, როცა მარკოსმა 50-ეზე შეაგდო. მანამდე კი დუბლები ლიონელ მესისა და აჰმედ მუსას ჰქონდათ გაფორმებული. იმ გაარჯვებით ალეხანდრო ხავიერ საბელიას გუნდმა ცხრა ქულა მოაგროვა და პირველი ადგილით გავიდა ჯგუფიდან.

იხილეთ როხოს გოლი

 

 

მარკოს როხომ პრემიერ ლიგის კუმირი დაასახელა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა, მარკოს როხომ მისი თანამემამულე, ხუან სებასტიან ვერონი პრემიერ ლიგის იმ ფეხბურთელად დაასახელა, რომელიც ბავშვობაში ყველაზე მეტად მოსწონდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ არგენტინელები ერთმანეთის მხარდამხარ სამი წლის მანძილზე, “ესტუდიანტესის” რიგებში თამაშობდნენ, სანამ როხო მოსკოვის “სპარტაკში” (2011 წელს), შემდეგ კი “მანჩესტერში” არ გადავიდოდა 16 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ (2014-ში).

კითხვაზე, თუ ვინ იყო ბავშვობაში მისი პრემიერ ლიგის კუმირი, როხომ განაცხადა: “მე ყოველთვის ვაკვირდებოდი და ვბაძავდი ვერონს. ჩვენ საერთო საკმაოდ ბევრი გვაქვს, “ესტუდიანტესშიც” ვთამაშობდით და შემდეგ ორივემ “იუნაიტედში” ამოვყავით თავი.

ის ერთ-ერთია დიდებულ ფეხბურთელთა შორის. როდესაც არგენტინაში ვცხოვრობდი, მის თამაშებს რეგულარულად ვადევნებდი თავს.” – განაცხადა 26 წლის მარკოს როხომ.

მარკოს როხო არგენტინის ერთ-ერთ ბარში დააფიქსირეს, სადაც ის ეწეოდა

მარკოს როხო ლუი ვან გაალის ნდობას არასწორად იყენებს. “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი კამერებმა არგენტინის ერთ-ერთ ბარში დააფიქსირეს. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი სანაკრებო პაუზით სარგებლობს.

26 წლის ფეხბურთელი ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომლებიც ბარის პირდაპირ მდებარეობენ. ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ არგენტინელი სიგარეტს ეწევა.

ვიდეოში ჩანს, რომ როხო, რომელმაც სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, მეგობრებთან ძალიან კარგად ერთობა. ის რამოდენიმე ქალბატონის გარემოცვაშიც იმყოფება.

ვან გაალი: „არ ვიცი, თუ რატომ არ არის დი მარია ჩვენთან ერთად“

„ბარსელონასთან“ „ International Champions Cup“-ზე მოგებული მატჩის შემდეგ „წითელი ეშაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ანხელ დი მარიასა და მარკოს როხოს შესახებ ისაუბრა, რომლებიც გუნდს აშშ-ში არ გაჰყვნენ.

„დი მარიას შესახებ ვერაფერს გეტყვით. მისი არყოფნის მიზეზი არ ვიცი. იგივეს როხოს შესახებაც ვიტყვი“, – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

Goal.com-ის ინფორმაციით, როხო გუნდთან ერთად აშშ-ში საბურთების პრობლემების გამო ვერ გაემგზავრა.

 

პრემიერ ლიგის 7 ახალწვეული, რომლებმაც მოლოდინს გადააჭარბეს

Fanebi.Com გთავაზობთ 5 ფეხბურთელს, რომელებიც პრემიერ ლიგაში იმაზე უკეთესად თამაშობენ, ვიდრე მათგან ამას ელოდნენ.

7. ფრეიზერ ფორსტერი – “საუთჰემპტონი”

fraser

6. მარკოს როხო – “მანჩესტერი”

marco

5. ალექსის სანჩესი – “არსენალი”

alexis

4. ფრენკ ლამპარდი – “მან.სიტი”

Frank Lampard

3. გრაციანო პელე – “საუთჰემპტონი”

pelle

2. ემრე ჯანი – “ლივერპული”

emre

1. დიაფრა სახო – “ვესტ ჰემი”

diafra

ბლინდს სიარული დაავიწყდა – როგორ გაუძვრინა დეილის ბურთი მარკოს როხომ (ვიდეო)

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „პრესტონის“ გუშინდელი მატჩი ერთი საინეტერესო და კურიოზული მომენტით გამოირჩა – მარკოს როხომ საკუთარ ნახევარზე დეილი ბლინდს ერთი ჩვეულებრივი პასი გაუკეთა, თუმცა ჰოლანდიელს ბურთი ფეხებს შორის გაძვრა, რის შემდეგაც მოთამაშე წაიქცა კიდეც.

ვან გაალი: „როხო ტრავმის გამო „კრისტალ პალასთან“ ვერ ითამაშებს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მცველმა მარკოს როხომ „მანჩესტერ სიტისთან“ გუშინდელ მატჩში მხარი დაიზიანა.

„როხომ მხარი დაიზიანა და ამ ეტაპზე მისი გამოჯანმრთელების თარიღი უცნობია. ხვალინდელ დღეს დაველოდოთ, თუმცა „კრისტალ პალასთან“ იგი დანამდვილებით ვერ ითამაშებს.

ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ კარგი სასტარტო შემადგენლობის არჩევა ჯერჯერობით შეგვიძლია. ასე რომ, ამ თემაზე წუწუნს არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობის არჩევა ზოგჯერ მიჭირს. ვფიქრობ, ყველაფერს გავუმკლავდები“, – განაცხადა „წითელი ეშმაკების“ დამრიგებელმა.