ბერლუსკონი “მილანს” ყიდის

Football Italia იუწყება, რომ “მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი ტაილანდელ ინვესტორზე კლუბის აქციათა 70 პროცენტს 770 მილიონ ევროდ ყიდის.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ აქციათა 30 პროცენტი გაიყიდება 330 მილიონ ევროდ, შემდეგ კი — 40 პროცენტი 440 მილიონად.

დარჩენილი 30 პროცენტი ბერლუსკონის დარჩება და წინასწარი ინფორმაციით, ის “მილანის” საპატიო პრეზიდენტი გახდება.

 

ბერლუსკონი: „ინძაგის გამარჯვებები სწყურია“

„მილანის“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი დარწმუნებულია ფილიპო ინძაგი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას თავს წარმატებით გაართმევს.

მოგახსენებთ, რომ ფეხბურთის 40 წლის სპეციალისტი უახლოეს საათებში ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს კლარენს ზეედორფის შემცვლელად.

„ინძაგიმ დიდი სამუშაო გასწია. ვხედავ, რომ მას გამარჯვება სწყურია. ამასთანავე, კარგად ესმის, რომ მისგან გამარჯვებებსა და გულშემატკივრების გახარებას ელიან“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.

 

ბერლუსკონი: „მილანს“ მომავალ სეზონშიც ზეედორფი უთავკაცებს“

„მილანის“ მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლარენს ზეედორფის გათავისუფლებას არ აპირებს.

„ზეედორფის ადგილს კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვსვამთ. „მილანს“ მომდევნო სეზონშიც ის უთავკაცებს. შექმნილ მდგომარეობას ზეედორფს ვერ დავაბრალებთ, ის კლუბში მხოლოდ ორი თვის წინათ მოვიდა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გუნდი ცუდად არის დაკომპლექტებული“, – ბერლუსკონის სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოვარდა, გუნდმა სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბოლო სამი მატჩი დათმო, სატურნირო ცხრილში კი მე-11 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

 

ბერლუსკონი სუარესის „მილანში“ ნახვაზე ოცნებობს

„მილანის“ მფლობელი სილვიო ბერლუსკონი საკუთარ გუნდში „ლივერპულის“ ურუგვაელი თავდამხმელის ლუის სუარესის ნახვაზე ოცნებობს, რის შესახებაც ცნობილი იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ წერს.

სამხრეთ ამერიკელმა მერსესაიდელებთან კონტრაქტი ორი კვირი წინ გაახანგრძლივა და მისი სხვა კლუბში გადასვლა, ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა

გაცილებით იაფი ალტერნატივა „როსონერითვის“ „მანჩესტერ სიტის“ ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო უნდა იყოს, რომელსაც, სხვათაშორის, „შავ-წითლებში“ გადასვლა რამდენიმე წლის წინაც შეეძლო.

ალექსანდრე მატევოსოვი