ელერდაისი და სახო ნოემბრის საუკეთესოები გახდნენ

“ვესტ ჰემის” საუკეთესო ბომბარდირმა დიაფრა საკომ და ამავე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სემ ალარდაისმა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ტიტულის მოიპოვეს.

ამ თვეს “ჩაქუჩებმა” ჩატარებული სამი შეხვედრიდან სამივე მოიგეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია “მანჩესტერ სიტისა” და “ქუინს პარკ რეინჯერსის” წინააღმდეგ მიღწეული გამარჯვებები.

ამჟამად წარმატების წყალობით “ვესტ ჰემი” მეხუთე ადგილზეა. ალარდაისმა ამჟამად ასეთი შედეგით კრიტიკოსები, რომლებიც გასული სეზონი არ ჩერდებოდნენ გააჩუმა.

ამ გამარჯვებებში მნიშვნელოვანი როლი ახლადგადმოსულმა 24 წლის საკომ ითამაშა. ოქტომბერში სენეგალელმა სამი გოლის გატანა შეძლო.