როუზი: „ჩიკაგოს“ ყოველი მატჩს მოგების შანსი ექნება“

„კლვილენდ კავალიერსთან“ მოგების შემდეგ „ჩიკაგოს“ პლეიმეიკერმა დერიკ როუზმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა კარგი სათადარიგო სკამის დახმარებით მოიგო.

„ყოველი შემდეგი მატჩის მოგებას სწორედ ასე ვაპირებთ. „ბულზის“ კალათბურთელები მოედანზე თავდაჯერებულები გამოვლენ. გვესმის, რომ გამარჯვება შეგვიძლია. სხვანაირად ვერც იქნება, რამეთუ ძალიან კარგი სათადარიგოთა სკამი გვყავს“, – ციტირებს როუზს ESPN-ი.

როუზი: „ამ მარცხს საკუთარ თავზე ვიღებ“

„მილუოკი ბაქსთან“ პლეიოფის სერიის მეოთხე მატჩში მარცხი „ჩიკაგო ბულზის“ ლიდერმა დერიკ როუზმა საკუთარ თავზე აიღო.

„მარცხს საკთარ თავზე ვიღებ. მეოტქის ბოლო შეტევის დროს ბურთს სათანადოდ არ ვუყურებდი. ყველამ ნახა, თუ რა შედეგი მოიტანა ასეთმა თამაშმა“, – ციტირებს როუზს ESPN-.

ცნობისთვის, „მილუოკის“ ბოლო შეტევამდე დერიკს „ბულზისთვის“ გამარჯვების მოტანა შეეძლო, თუმცა მას კრის მიდლტონმა აჯობა.

შეგახსენებთ, რომ „ხარები“ სერიას ანგარიშით 3:1 იგებენ. შემდეგი შეხვედრა 27 აპრილს ჩიკაგოში შედგება.

დერიკ როუზს მიმდინარე სეზონში NBA-ს მოგება უნდა

„ჩიკაგო ბულზის“ ლიდერი დერიკ როუზი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოგება შეუძლია.

„ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში ყველაფერი გვაქვს, რათა ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ რეალურია. პირველ რიგში, კონცენტრაცია და დისციპლინა გვჭირდება.

ასეთი განცდა არასდროს მქონია. ახლა ძლიერ ზეწოლას არ ვგრნობთ, რადგან გუნდში ბევრი მოთამაშეა, რომელსაც თამაშის საკუთარ თავზე აღება შეუძლია. ყოველი მატჩის შემდეგ უნდა მოვუმატოთ“, – განაცხადა დერიკმა.

ნოა სათამაშოდ მზადაა

„ჩიკაგო ბულზის“ ბიგმენი ჟოაკიმ ნოა მუხლის ტრავმის შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა.

აშშ-ს პრესის ცნობით, 29 წლის ფრანგი მოედანზე გამოსვლას უკვე „ნიუ-იორკ ნიქსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში შეძლებს.

მიმდინარე სეზონში „ხარების“ მაისურით ჟოაკიმმა 17 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 8,9 ქულასა და 9,6 მოხსნას შეადგენს.

გარნეტი: „ნოას კბენა არ მინდოდა“

როგორც მოგახსენეთ, „ჩიკაგოსთან“ მატჩში „ბრუკლინის“ მოთამაშე კევინ გარნეტი ჟოაკიმ ნოას კბენას ცდილობდა (ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე).

ამ ეპიზოდის შესახებ თავად გარნეტმა ისაუბრა.

„საჭირო რომ იყოს, ვიცი, თუ სად ვუკბინო ადამიანს. რა თქმა უნდა, ამას არასერიოზულად ვაკეთებდი. მისი კბენა რომ მინდოდეს, ალბათ, მაიკ ტაისონს დავუძახებდი“, – ციტირებს გარნეტს ESPN.com-ი.

დერიკ როუზმა „ფილადელფიასთან“ მატჩი გამოტოვა

„ჩიკაგო ბულზის“ გამთამაშებელმა დერიკ როუზმა „ფილადელფია სიქსერსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩი გამოტოვა, რის შესახებაც „ESPN Chicago“ იტყობინება.

როუზმა, რომელსაც ტრავმა აქამდეც აწუხებდა, მდგომარეობა ოთხშაბათს „მილუოკი ბაქსთან“ მატჩში გაირთულა.

კლუბში ჯერჯერობით არ იციან, მოახერხებს თუ არა როუზი „ბოსტონ სელტიკსთან“ შაბათის მატჩში თამაშს.

„ყველაფერი შაბათს გაირკვევა. თუ იგი მზად იქნება, აუცილებლად ითამაშებს“, – განაცხადა „ხარების“ თავკაცმა ტომ ტიბოდომ.