ცნობილი ბრიტანული გაზეთების გვერდები ამ კვირას სათესლე ჯირკვლების კიბოს წინააღდეგ ბრძოლის აქციას მიეძღვნა.
გაზეთ Sun-ის პარასკევის ნომერში შიშველ მდგომარეობაში “ვესტ ჰემის” ცხრა ფეხბურთელის ფოტო გამოქვეყნდა.
ამ ფოტოთი “სანმა” სათესლის კიბოს წინააღმდეგ წამოიწყო კამპანია. სლოგანი “Feel ‘Em Friday” მამაკაცებს მოუწოდებს, რომ ონკოლოგიურ დაავადებებზე შემოწმება გაიარონ. აქცია სწორედ “ვესტ ჰემმა”, თავისი ფეხბრუთელის 20 წლის დილან ტომბიდსის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა დილანი სწორედ ზემოთხსენებულმა დააავადებამ იმსხვერპლა.