მაროკომ აფრიკის თასის მასპინძლობაზე უარი განაცხადა

მაროკოს ხელისუფლება ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანამ ფეხბურთში აფრიკის ერთა თასის მასპინძლობაზე უარი განაცხადა.

ტურნირი 2015 წლის 17 იანვარს უნდა დაწყებულიყო.

მაროკოს უარის მიზეზი “შავ კონტინენტზე” გავრცელებული ებოლას ეპიდემია გახდა. ქვეყნის ხელისუფლება ვირუსის გავრცელებას უფრთხის.

მაროკოელები ტურნირის 2016 წლამდე გადავადების ინიციატივით გამოვიდნენ, თუმცა ეს შეთავაზება შესაბამისმა ორგანომ უარით გაისტუმრა.

11 ნოემბერს, კაიროში აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის სხდომა გაიმართება და გაირკვევა, თუ სად ჩატარდება 2015 წელს ტურნირი.