“მარსელის” მცველი: “მინდა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ხელი დავარტყა”

მარსელის “ოლიმპიკის” მცველი როდ ფანი აცხადებს, რომ მას ზლატან იბრაჰიმოვიჩის ცემის სურვილი ხშირად უჩნდება.

“დიახ, მე ხშირად მიჩნდება იმის სურვილი, რომ ზლატანს ხელი დავარტყა. მატჩის მიმდინარეობისას, ერთმანეთისთვის ისეთი რაღაცეები გვითქვამს, რომ მათ საზოგადოებაში ვერ გავიმეორებ. თუმცა, ეს თამაშის ნაწილია.

ვფიქრობ, ზლატანს თამაშის ასეთი სტილი გააჩნია. ის ოსკარსაც იმსახურებს. მართალია, მოედანზე ის თავს გაბეზრებს, მაგრამ როგორც “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელებისგან ვიცი, მოედნის მიღმა ის სულ სხვანაირია”, – ციტირებს როდ ფანის სიტყვებს ESPN.

მარსელის მცველი: „პსჟ თითქმის უცხოური გუნდია“

„პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის წინ „მარსელის“ მცველმა როდ ფანიმ მეტოქეზე ორი სიტყვით ისაუბრა.

„პსჟ თითქმის უცხოური გუნდია. ლიგა 1-ს სხვა ბევრი კლუბის მსგავსად, ასეთ მატჩს, როგორც ევროთასების შეხვედრას ვხვდებით.

შიში არ გვაწუხებს. ვიცით, რომ პარიზული გუნდის დამარცხება შესაძლებელია“, – განაცხადა ფანიმ.