ჟინიაკი მექსიკაში ითამაშებს

“მარსელისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ანდრე-პიერ ჟინიაკი მექსიკაშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ადგილობრივ “ტიგრესს” შეუერთდება.

“საოცარი დახვედრაა, ყველას მადლობას გიხდით. შეუდარებელი ქალაქია. საოცრებები გველის”, – დაწერა ფრანგმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჟინიაკს “მარსელთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, 29 წლის ფეხბურთელი მექსიკურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.

ჟინიაკმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 38 მატჩში 21 გოლი გაიტანა. მას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 19 შეხვედრაში ხუთი გოლი აქვს გატანილი.

“ტიგრესი” მექსიკის სამგზის ჩემპიონია.

 

არც იტალია და არც ინგლისი – ჟინიაკი მექსიკაში მიდის

ფორვარდი ანდრე-პიერ ჟინიაკი მექსიკაში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის. ადგილობრივი “ტიგრესის” ოფიციალური ტვიტერის ცნობით, დღეს კლუბში საფრანგეთის ნაკრების შემტევის სამედიცინო შემოწმება დაგეგმილი.

ფეხბურთელი, რომელიც “მარსელს” თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს კონტრაქტს სავარაუდოდ სამედიცინო შემოწმების დასრულების შემდეგ გააფორმებს. ხელშეკრულების თანახმად ხელფასის სახით ჟინიაკი წელიწადში 4-5 მილიონ ევროს მიიღებს.

ლიგა 1-ის დასრულებულ სეზონში ჟინიაკმა 38 შეხვედრაში ითამაშა და 21 გოლის გატანა შეძლო.

ჟინიაკით “ვესტ ბრომვიჩი” დაინტერესდა

“მარსელის” ფორვარდი, ანდრე-პიერ ჟინიაკი, რომელის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება, შესაძლოა, “ვესტ ბრომვიჩში” გადავიდეს. The Sun-ის ცნობით, ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს კონტრაქტის თაობაზე უკვე შეუთანხმდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟინიაკს ხელფასის სახით “ბრომვიჩში” კვირაში 75 ათას გირვანქას სთავაზობენ.

29 წლის ფორვარდმა საფრანგეთის ლიგა 1-ის 31 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა.

 

“იუვენტუსი” ჟინიაკის მოწვევას აპირებს

“იუვენტუსი” ზაფხულში “მარსელის” ფორვარდის, ანდრე-პიერ ჟინიაკის გადაბირების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას იტალიური Tuttosport-ი ავრცელებს.

ფორვარდის მიმდინარე ხელშეკრულება მარსელთან 30 ივნისამდეა გათვლილი. ტურინში 29 წლის ჟინიაკის გადაბირებას უფასოდ აპირებენ. იმ შემთხვევაში თუ ტრანსფერი შედგება, “იუვენტუსს” ფერნანდი ლიორენტე დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფორვარდის მიმართ ინტერესს მილანის “ინტერიც” იჩენდა.

“ინტერი” იკარდის შესაძლო შემცვლელად ჟინიაკის კანდიდატურას განიხილავს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ “მარსელის” თავდამსხმელი ანდრე-პიერ ჟინიაკი მილანის “ინტერის” ყურადღების არეალში მოხვდა.

წყაროს ცნობით, არის იმის საფრთხე, რომ მაურო იკარდიმ “ნერიაძურისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვას. მილანური გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი არგენტინელის შესაძლო შემცვლელად სწორედ 29 წლის ფრანგი თავდამსხმელის კანდიდატურას მოიაზრებს.

ცნობისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ანდრე-პიერ ჟინიაკმა 24 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

 

ჟინიაკი: “ვფიქრობ, მარსელს სეზონის ბოლოს დავტოვებ”

“მარსელის” ფორარმა, ანდრე-პიერ ჟინიაკმა, თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, “მარსელს” სეზონის დასრულების შემდეგ დავოვებ. საინტერესოა, დარჩება თუ არ გუნდშ ბიელსა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი შესაძლებლობების გამოცდა უფრო მაღალ დონეზე მსურს. ყველა წინადადებას ყურადღებით გავეცნობი” – განაცხადა ჟინიაკმა.

დინამოს მარსელის ფოვარდი სურს

“მარსელის” ფოვარდი ანდრე-პიერ ჟინიაკი მოსკოვის “დინამოს” ინტერესთა სფეროში მოხვდა.

28 წლის მოთამაშესა და ფრანგულ კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2015 წლის ზაფხულში გასდის. იანვარში კი ფორვარდს სხვა კლუბებთან შეეძლება მოლაპარაკებების წარმოება.

ჟინიაკის მიმართ ინტერესს “იუვენტუსი” და “მილანიც” იჩენენ. ფორვარდი საფრანგეთს ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში 10 გოლით მეორე ადგილზეა.