ბანეგა: “არგენტინა ყოველთვის ფავორიტია”

“ვალენსიას” და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ევერ ბანეგა, მოხლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი გუნდის შანსებზე გაესაუბრა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიას, ირანს და ნიგერიას შეხვდება.

“ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. ნაკრებში ფეხბურთელებს შორის ძალიან კარგი დამოკიდებულებაა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გამოგვივა. არგენტინის ნაკრები ყოველთვის ფავორიტთა შორის არის და ეს ბრაზილიაშიც ასე იქნება. ახლა კარგი თაობა გვყავს, რომელსაც მაღალი მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა” – განაცხადა ბანეგამ.