„ლოს-ანჯელეს გალაქსის“ ნახევარმცველმა ნაიჯელ დე იონგმა „პორტლენდთან“ მატჩში მეტოქე დარლინგტონ ნეიჯიბის წაქცევისა და ფეხბურთელსითვის ტრავმის მიყენებისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
ჭდე: ლოს-ანჯელეს გალაქსი
ოფიციალურად: დე იონგი „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ ფეხბურთელია
ჰოლანდიელი ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი ამერიკული „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ ფეხბურთელი გახდა.
ბოლოს 31 წლის მოთამაშე „მილანში“ გამოდიოდა. ორშაბათს, პირველ თებერვალს, გაირკვა, რომ მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს. შეგახსენებთ, რომ „მილანის“ გარდა, დე იონგს ასევე „მანჩესტერ სიტიში“, „აიაქსში“ და „ჰამბურგში“ უთამაშია. ჰოლანდიის ნაკრების მაისურით მის ანგარიშზე 81 მატჩია.
OFFICIAL: The #LAGalaxy have acquired Dutch midfielder Nigel de Jong (@NDJ_official): https://t.co/dNngPY5VAZ pic.twitter.com/38UUnzfJIU
— LA Galaxy (@LAGalaxy) February 3, 2016
სტივენ ჯერარდმა „ლივერპულთან“ ერთად ივარჯიშა
ჯერარდი ტელევიზიაში იმუშავებს
ამერიკულმა ტელეარხმა „BT Spor“-მა „ლოს-ანჯელეს გალაქსისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველთან სტივენ ჯერარდთან კონტაქტი გააფორმა.
ტელევიზიაში ინგლისელი ფეხბურთელები უეფას ჩემპოიონთა ლიგის მატჩების დროს ექსპერტად იმუშავებს. სტივი ჯის რეგულარული გადაფრენა მოუწევს და სეზონის მიმდინარეობისასაც იმუშავებს.
MLS-ის მიმდინარე გათამაშებაში ნახევარმცველმა სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
„ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ ჯერარდის დებიუტი, შესაძლოა, 11 ივლისს შედგეს
ჩრდილოეთ ამერიკული პრესა ვარაუდობს, რომ „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ ნახევარმცველ სტივენ ჯერარდის დებიუტი 11 ივლისს შედგება.
ამ დღეს კალიფორნიელები საერთაშორისო ჩემპიონთა თასის შეხვედრას ჩაატარებენ, რომელშიც მათი მეტოქე მექსიკის „ამერიკა“ იქნება.
„ველობით, რომ სტივენი 11 ივლისამდე შემოგვიერთდება. გუნდთან ერთად მან რამდენიმეჯერ უნდა ივარჯიშოს და თუ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქნება, სტივენს ამ მატჩში ვათამაშებდით“, – განაცხადა „გალაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრიუს არენამ.
ცნობისთვის, ამჟამად „ლივერპულში“ თანაგუნდელებთან ერთად ჯერარდი დუბაიში ისვენებს.
ასევე იხილეთ: ჯერარდი “ლივერპულში” დაბრუნებას იმედოვნებს
„თუ ყველას ეცოდინებოდა, რომ ჰომოსექსუალი ვარ, ფეხბურთელი, ალბათ, ვერ გავხდებოდი“
რობი როჯერსი ამერიკის სპორტული ლიგების ისტორიაში ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ის გეია.
2013 წლის აპრილში „კოლამბუს კრიუს“ შემადგენლობაში MLS-ის ჩემპიონი და აშშ ნაკრების ყოფილი მოთამაშე პორტლენდის LGBT ფორუმის მონაწილე იყო. აღნიშნული ღონისძიება „ნაიკის“ სპონსორობით ტარდებოდა: ზუსტად ამ პერიოდში კომპანიამ ტანსაცმლის ახალი მოდელი, სახელად „Be True“ გამოუშვა, რომელიც უმცირესობებს მიუძღვნა. აღნიშნული მოდელი სპეციალურად იმ ახალგაზრდებისთვის შეიქმნა, რომლებიც საჯაროდ თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ვერ საუბრობენ.
ერთ თვეში კი მან ფეხბურთში დაბრუნება დაადასტურა – „გალაქსიმ“, „ჩიკაგომ“ და „სიეტლმა“ მას კონტრაქტიც შესთავაზეს. საბოლოოდ, რობინ ლოს-ანჯელესი აირჩია, სადაც თავს კარგად იგრძნობდა. ის ამ ქალაქისგან სულ რაღაც 50 კილომეტრში დაიბადა. „კრიუში“ თამაშის პერიოდში მის სახლს კალიფორნიელი მხატვრების ნამუშევრები ამშვენებდნენ. კალიფორნიიდან ის ფლორიდაში გაემგზავრა, სადაც ნიჭიერი იუნიორების პროგრამით მუშაობდა. 17 წლის რობიმ ქვეყნის „სოკერის“ სტუდენტური ჩემპიონატიც მოიგო. აღსანიშნავია, რომ აქამდე მისი უნივერსიტეტი აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული მხოლოდ 1968 წელს იყო, შესაბამისად, ამ ვუნდერკინდმა მის ისტორიაში ახალი წვლილი შეიტანა.
„ჰერენვენის“ სკაუტები თინეიჯერს სწავლისთვის თავის დანებებასა და ევროპაში გადასვლას სთავაზობდნენ. როჯერსი ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდულ გუნდში შრომობდა, მაგრამ ძირითადი გუნდის მწვრთნელების ყურადღება მაინც ვერ დაიმსახურა. შემდეგ ის „კრიუში“ გადავიდა. ხუთი წლის განმავლობაში როჯერსი ამ გუნდის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, რეგულარული ჩემპიონატი ორჯერ მოიგო და ერთხელ MLS-ის გამარჯვებულიც გახდა. აშშ-ში ბოლო სეზონის მიხედვით (2011 წელს), რობიმ გუნდის ყველაზე მშრომელი ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა. მაშინდელ ინტერვიუებში ის მეტად მორიდებული იყო.
მწვრთნელმა საიმონ გრეისონმა ამერიკელი ფეხბურთელი „ლიდსში“ მიიწვია, თუმცა ჩემპიონშოპში მის პირველ მატჩამდე ის კლუბში აღარ იყო. ინგლისში რობის ვერაფერი გამოუვიდა: სადებიუტო მატჩის ათი წუთის შემდეგ მან ტრავმა მიიღო, შემდგომ კი გაირკვა, რომ საქმე ტვინის შერყევასთან იყო. ორ თვეში რობიმ ფეხიც მოიტეხა – საბოლოოდ, მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს.
როდესაც ის თავის ორიენტაციას მალავდა, გულის სირღმეში თანაგუნდელთა მხრიდან მეტოქეების ჰომოსექსუალებად მოხსენიება მისთვის, რასაკვირველია, უსიამოვნო იყო.
2012 წელს რობიმ მეგობრებს, დასა და დედას უთხრა, რომ ის გეია. იმავე წლის თებერვალში ამის შესახებ ფეხბურთელმა თავის საიტზე დაწერა: „ყველა ამბობს, რომ გულახდილობა ადვილია. მაშინ 25 წლის ასაკში აუხსენით ახლობლებს, რომ ჰომოსექსუალი ხართ. მეგონა, ამ საიდუმლოს სამუდამოდ შევინახავდი. დროა, ახალი ცხოვრება დავიწყო. გულახდილობა კარგია და ის ცხოვრებას უკეთესად ხდის. დასამალი არაფერი აღარ მაქვს – მე თავისუფალი ვარ“. თავიდან სპორტსმენმა ფეხბურთზე უარი თქვა.
როჯერსი კონსერვატიულ ოჯახში გაიზარდა: მამამისს გეიების ეშინოდა და პატარა ბიჭს დის სათამაშოებს ართმევდა.
აღიარებისა და ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ სპორტსმენმა კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ თავკაცმა ბრიუს არენამ ის მარცხენა ფლანგის ძირითად მცველად ათამაშა. მისი თამაში იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ „Whoscored“-ის ვერსიით, როჯერსი მეშვიდე მცველად დასახელდა. 2008 წელს რობიმ „კრიუსთან“ თასი მოიგო და იმის ნაცვლად, რომ თანაგუნდელებთან გამარჯვება აღენიშნა, სახლში წავიდა… 2014 წელს ყვველაფერი პირიქით იყო, უკვე თავისუფალი ადამიანი სხვებთან ერთად თავს ღიად გრძნობდა!
„დიდი მადლობა რობი როჯერსს ყველაფერისთვის, რაც მან სხვებისთვის გააკეთა“, – ბარაკ ობამა.
კობი ბრაიანტი: „სტივენ ჯერარდის დიდი ხანი მომწონდა“
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ მომავალ ფეხბურთელზე სტივენ ჯერარდზე ისაუბრა.
„კეთილი იყოს მისი მობრძანება ლოს-ანჯელესში. იმედია, სტივენის მოსვლა „გალაქსისთვის“ გამარჯვების მომტანი იქნება. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.
მის თამაშს მოუთმენლად ველი. ჯერარდის თაყვანისმცემელი დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი. მისი უნივერსალიზმი, აგრესია და ლიდერის ფუნქციები ძალიან მომწონს.
იმედია, ყველას დავამარცხებთ, მე მხარს ყოველთვის დაგიჭერ“, – განაცხადა „შავმა მამბამ“.
ჯერარდმა ახსნა, თუ რატომ აირჩია „ლოს-ანჯელეს გალაქსი“
„ლივერპულის“ კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„გალაქსიმ“ ბოლო წლებში ტიტულები მოიგო. მსურს, ჩემი კარიერა წარმატებით დავასრული და მოგებული თასებისა და მედლების კოლექციას კიდევ რამდენიმე დავუმატო“, – ციტირებს ჯერარდს „The Los Angeles Times“-ი.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ჯერარდის ტრანსფერი „გალაქსის“ თავკაცმა ბრიუს არენამა დაადასტურა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ხმარეები 18-თვიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდნენ.
„ლოს-ანჯელეს გალაქსი“ ჯერარდის დამატებას ადასტურებს
ჯერ კიდევ გასულ კვირას წამყვანი წყაროები სტივენ ჯერარდის „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ შესაძლო გადასვლის შესახებ წერდნენ.
„LA Times“-სთან მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს MLS-ში მოასპარეზე გუნდის თავკაცმა ბრიუს არენამ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
„სტივენი ივლისში ჩვენი მოთამაშე გახდება“, – განაცხადა არენამ.
მსგავსი კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა კრის კლეინმაც გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ჯერარდი „ლივეპრულში“ 17 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და 695 ჩატარებულ მატჩში 180 გოლი გაიტანა.
„ლოს-ანჯელეს გალაქსის“ სტივენ ჯერარდის დამატების დიდი შანსი აქვს
„Sky Sports“-ს თუ დავუჯერებთ, MLS-ის მონაწილე „ლოს-ანჯელეს გალაქსია“ 34 წლის ნახევარმცველის სტივენ ჯერარდის დამატების დიდი შანსი აქვს. აშშ-ს ერთ-ერთმა ცნობილმა კლუბმა „ლივერპულის“ კაპიტანს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს მერსესაიდელთა რიგებს დატოვებს, კონტრაქტი უკვე შესთავაზა.
ჯერარდის გადაბირებას ასევე „ნიუ-იორ რედ ბულსი“ შეეცდება, რომელიც ტიერი ანრის წასვლის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის სხვა ვარსკვლავის დამატებას ეცდება.
აქამდე სტივენ ჯერარდი „ლივეპულის“ ხელძღვანელობას დაპირდა, რომ ფრენკ ლამპარდის გზას არ გაიმეორებდა და „წითლების“ რომელიმე კონკურენტის შემადგენლობაში არ გადავიდოდა.
„ლოს-ანჯელეს გალაქსი“ რონალდინიოსთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა
მექსიკური საიტის „Codice Informativo“-ს ცნობით, ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდინიო, რომელიც სექტემბერში მექსიკურ „კუერეტაროს“ შეუერთდა, ამერიკული MLS-ის კლუბ „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ გადასვლასთან ახლოსაა. კალიფორნიული კლუბი ლენდონ დონოვანის შემცვლელს ეძებს, რომელიც კარიერას სულ მალე დაასრულებს.
თავის მხრივ, მექსიკური კლუბის ხელმძღვანელობამ იმის იმედი გამოთქვა, რომ ბრაზილიელი კონტრაქტის ბოლომდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ მოქმედი ხელშეკრულება მხარეებს ორი წლით აკავშირებთ.
რონალდინიოს აშშ-ში შესაძლო ტრანსფერი, პირველ რიგში, ფინანსებთანაა დაკავშირებული.