„ჩიკაგო ბულზის“ ლიდერმა დერიკ როუზმა გუნდის მთავარ მწვრთნელს ტომ ტიბოდოს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ მისი წასვლა არ სურს.
„მსურს, რომ ტიბოდო დარჩეს. კლუბში და აშშ-ს ნაკრებში მუშაობის პერიოდში მასთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ის ჩემზე ყოველთვის ფიქრობდა. როდესაც ტრავმა მქონდა, ტომი ლოს-ანჯელესში ჩავიდა, სადაც ოპერაციის შემდეგ ვიმყოფებოდი და რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი.
შესაძლოა, ვინმეს ტიბოდოს გათავისუფლება ნამდვილად სურდეს, თუმცა ამ ადამიანთა შორის მე ნამდვილად არ ვარ. მასთან მუშაობის სურვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მსურდა“, – ციტირებს როუზს ESPN-ი.