მგზავრები-არმიამ სუპერლიგა მე-5 ადგილზე დაასრულა

სუპერლიგის მე-5 ადგილის მფლობელი „მგზავრები-არმია“ გახდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს ქუთაისში ადგილობრივი გუნდი 92:90 დაამარცხა და ჩემპიონატში საპატიო მე-5 ადგილი დაიკავა. შარშანდელი ფინალისტი და ვერცხლის პრიზიორი „ქუთაისი“ კი მე-6 ადგილს დასჯერდა.

ბერიშვილის გუნდმა გმირული გამარჯვება მოიპოვა, რადგან თამაშის მსვლელობისას არმიელები 22 ქულით ჩამორჩებოდნენ. ქუთაისელთა ყველაზე დიდი ლიდერობა მეორე მეოთხედის მე-4 წუთისთვის დაფიქსირდა, როცა მასპინძლები 46:24 იგებდნენ.

მესამე მეოთხედის მეორე წუთზე კი კვლავ ქუთაისელებს ჰქონდათ სოლიდური ლიდერობა – 64:44, რის შემდეგაც სტუმართა ჯერიც დადგა. „მგზავრები-არმიამ“ მესამე პერიოდი 22:18 მოიგო და გადამწყვეტ მეოთხედს 8 ქულიანი დეფიციტით შეხვდა. არმიელები გუნდურად თამაშობდნენ, რაც გახდა კიდეც თამაშის შემობრუნების მიზეზი.

ქუთაისელებს აკლდათ სლოვენიელი ლეგიონერი მირზა სარალია, ასევე, აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევი, რის გამოც 4 მოთამაშეს – ანატოლი ბოისას, დავით ბარბაქაძეს, ვახტანგ ქადარიას და ლევან გრძელიძეს შეუცვლელად მოუწიათ თამაში. ეს დაეტყო ქუთაისელთა თამაშის ხარისხს, მასპინძლები გადაიღალნენ და გადამწყვეტ მეოთხედში „მგზავრები-არმიამ“ მატჩის მოგება მოახერხა.

საბოლოოდ, არმიელებმა 92:90 იმარჯვეს და როგორც თავში ვთქვით, სუპერლიგა მე-5 ადგილზე დაასრულეს. თბილისურ გუნდში ექვსმა მოთამაშემ 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, რომელთაგან ყველაზე მეტი – 16 ქულა დავით იოსელიანის ანგარიშზეა. 15-15 ქულა მიითვალეს რევაზ ათანელიშვილმა და კახა ჯინჭარაძემ, 13-13 ტატო ჩაჩიბაიამ და დავით მაისურაძემ. “ქუთაისში“ 29 ქულით ბომბარდირი გახდა დავით ბარბაქაძე, ხოლო ვახტანგ ქადარიამ თავი 20 ქულას და 23 მოხსნას მოუყარა.

7-8 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო სერია, რომელიც 2 მოგებამდე გრძელდება, სტარტს 22 მაისს, ფინალურ სერიასთან ერთად აიღებს.

“დინამომ” “მგზავრებს” მეორეც მოუგო

თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის მეორე სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ თბილისის „დინამო“ და „მგზავრები-არმია“ წარსდგდნენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გამარჯვებით დასრულდა.

სერიის მეორე მატჩი „დინამოს“ უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედიც მათი დამაჯერებლი გამარჯვებით 23-16 დასრულდა. მოპოვებული უპირატესობის შენარჩნება მასპინძლებს არც მეორე ნახევარში გასჭირვებიათ. „მგზავრების“ თამაშის შემოტრიალების ნებისმიერ მცდელობას „დინამოელები“ გააქტიურებით პასუხობდნენ და დიდ შესვენებაზე 10 ქულიანი უპირატესობითაც, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გავიდნენ.

მატჩის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. „არმიელთა“ მაქსიმუმი სხვაობის 8 ქულამდე შემცირება აღმოჩნდა, რის შედმეგაც ხოშტარიას გუნდმა მეტის გაკეთების საშუალება მეტოქეს არ მისცა და სერიის მეორე შეხვედრაც დამაჯერებლად, 16 ქულიანი სხვაობით, 86-70 მოიგო. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „მგზავრების“ ლეგიონერი, ჯექსონი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა მოუტანა. „დინამოს“ კი შერმანმა (15 ქ.) და ლონდარიძემ (14 ქ.) ულიდერეს. სერიის მესამე შეხვედრა, რომელიც დიდი ალბათობით ამ გუნდების დუელის გამარჯვებულს გამოავლენს პარასკევს, 8 მაისს შედგება.

დინამო 86-70 მგზავრები – არმია

“სოხუმმა” “მგზავრები-არმიას” დამაჯერებლად სძლია

სპორკომპლექს არენაში დასრულდა საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტურის მორიგი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ “სოხუმი” და “მგზავრები-არმია” წარსდგნენ.

შეხვედრა პირველივე მეოთხედიდან სოხუმელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი დამაჯერებელი გამარჯვებითაც დასრულდა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა ოთხივე პერიოდში აჯობა მეტოქეს და 90-73-ით იმარჯვა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სოხუმელთა ლეგიონერი, პელე პეილეი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა. ბექა ბექაურმა კი 19 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. “მგზავრებიდან” 17 ქულით საუკეთესო მერაბ ბოქოლიშვილი გახდა.

სოხუმი 90 – 73 მგზავრები-არმია

მატჩის შემდეგ:

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას. როგორც თამაშის წინ აღვნიშნე, ,,სოხუმი’’ ფავორიტი იყო. გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ჩვენ რთული დღეები გვქონდა, 3 კვირის განმავლობასი 7-8 კაცი ვვარჯიშობდით ტრავმების გამო. დღეს არ ვიყავით ისეთი მომზადებულები, როგორც საჭირო იყო და შედეგიც სახეზეა.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): მადლობა ბუბას მოლოცვისთვის, ის ჩემი მოსწავლე იყო და ვამაყობ, რომ მთავარი მწვრთნელია, მინდა კიდევ უფრო დიდი წარმატებები ვუსურვო. რაც შეგვეხება ჩვენ, ფინანსური კრიზისი, რომელიც გუნდს ჰქონდა, ჩვენმა სპონროსმა ‘’საქართველოს რკინიგზამ’’ მოგვიგვარა და ბიჭებმა ამოისუნთქეს. გუნდი ნელ-ნელა ლაგდება და მოვემზადებით ‘’ბათუმთან’’ თამაშისთვის. შევეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ.

კაზანჯიანი: „ასეთი თამაშით შემდეგში გაგვიჭირდება“

„მგზავრები-არმიასთან“ მოგებული მატჩი „ოლიმპის“ მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯაინმაც შეაფასა.

„მატჩი ძალიან საინტერესო გამოვიდა. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო – „მგზავრები-არმიასთან“ სატურნირო ცხრილში მეზობლები ვართ. მითუმეტეს, პირველ წრეში ამ გუნდთან დავამრცხდით. დაცვაში, განსაკუთრებით პირველ ნახევარში, გარკვეული დავალებები ვერ შევასრულეთ. ვფიქრობ, მომავალში ასეთი თამაშით უფრო გაგვიჭირდება.

შემდეგი მატჩი 21 მარტს გველის. გუნდი 3 კვირის განმავლობაში მატჩებს არ ჩაატარებს. ჩემს სამწვრთნელო პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა. მხოლოდ ვარჯიშებით შედეგს ვერ მივაღწევთ. იმედია, ამხანაგურ შეხვედრებს ჩავატარებთ ან რაიმე ტურნირი გაიმართება“, – განაცხადა „ოლიმპის“ დამრიგებელმა.

“შსს-აკადემიამ” “მგზავრები-არმიას” სძლია

დღეს, თბილისის სპორტის სასახელში საკალათბურთო სუპერლიგის პირველი ტურის ფარგლებში ერთმანეთის წინააღმდეგ “შსს-აკადემია” და “მგზავრები-არმია” წარსდგნენ.

შსს მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა არმიელებმა ბერიშვილის დროული წუთშესვენებით მასპინძელთა გაქცევა შეაჩერეს 8-ქულიანი ჩამორჩენა 1 წუთში 2 ქულამდე შეამცირეს. საბოლოოდ კი პირველი მეოთხედი ტუღუშის შეგირდებმა 3 ქულის სხვაობით მოიგეს.

პირველის მსგავსად “შსს” მეორე პერიოდის დებიუტშიც დაწინაურდა, თუმცა “მგზავრებმა” ამჯერადაც შეძლეს თამაშში დაბრუნება და ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანა. მიუხედავად ამისა ნომინალურმა მასპინძლებმა ბოლოს მაინც იძალეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

თამაშის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. ტუღუშის შეგირდები კვლავ დაწინაურდნენ და ამჯერად უკვე 13-ქულიანი უპირატესობაც კი მოიპოვეს, რაც შეხვედრის გარდამტეხი მომენტი აღმოცნდა.  “არმიამ” თამაშში დაბრუნება დასკვნით მეოთხედში კი მოახერხა, როცა ლუკა ზაქრაძემ ზუსტი სამიანით სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება სტუმრებმა ვეღარ შეძლეს. დაცვაში უამრავი შეცდომა დაუშვეს, რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც. საბოლოოდ კოტე ტუღუშის გუნდმა მეტოქეს 13-ქულიანი სხვაობით, 75-62 სძლია.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე “არმიელი” მერაბ ბოქოლიშვილი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდ 20 ქულა შესძინა, ხოლო გამარჯვებულთა მხრიდან 18 ქულით საუკეთესოები შარაბიძე და როგავა იყვნენ.

შსს აკადემია 75-62 მგზავრები-არმია

აკაკი ლომოური_976967 მგზავრებია არმია-აკადემია_68964 ილია შიოლაშვილი_77466 გიორგი ცინცაძე_987975

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

“დინამომ” “მგზავრებს” ოვერტაიმში სძლია

საქართველოში საკალათბურთო სეზონი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალით განახლდა. წლის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის “დინამო” და “მგზავრები-არმია” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საკმაოდ თანაბარი და დაძაბული გამოდგმა. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, რომლის ბოლო წამზევ “დინამომ” ბესიკ ლეჟავას ზუსტი ორქულიანით შეძლო გამარჯვების მოპოვება.

მატჩის საუკეთესო ბომბარდირი რევაზ ათანელიშვილი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და 20 ქულასთან ერთად საკუთარ აქტივში 11 მოხსნაც შეიტანა. “დინამოელთა” 14 ქულით ყველაზე შედეგიანი ბექა ღუდუშაური იყო.

დინამო 72:71 მგზავრები-არმია 

რუსთავმა პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა

დაძაბული და საინტერესო გამოდგა სუპერლიგის პირველი წრის უკანასკნელი მატჩი, რომელსაც რუსთავმა უმასპინძლა. ადგილობრივ დარბაზში საკალათბურთო კლუბ “რუსთავს” გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი, “მგზავრები-არმია” ესტუმრა, თუმცა ახალგაზრდა თბილისელებმა გაცილებით გამოცდილ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და სათასო მატჩების მსგავსად დღესაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

განსაკუთრებით კარგი “მგზავრებისთვის” მეორე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ბერიშვილის შეგირდებმა 7-ქულიანი სხვაობით მოიგეს, თუმცა პირველ და მესამე მეოთხედებში “რუსთავის” კარგ თამაშს სტუმრებმა ვერაფერი ვერ დაუპირისპირეს და მიუხედავად დაძაბული ბოლო წუთებისა და ჭოჭუას რამდენიმე აცილებული ჯარიმით გაჩენილი შანსისა, “მგზავრებმა” მატჩის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს. საბოლოოდ “რუსთავმა” 78-74 მოიგო.

რუსთაველთა შემადეგნლობაში შედეგიანობით გამოირჩეოდნენ ჰამსი (16 ქ.) და ჭოჭუა (18 ქ.), ხოლო აკაკი დვალიშვილმა 18 ქულასთან ერთად 13 მოხსნაც შეასრულა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი “მგზავრების” ფორვარდი ტატო ჩაჩიბაია გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულა შესძინა.

დღევანდელი შედეგის გათვალისწინებით “რუსთავი” ახალ წელს 12 ქულით ხვდება და 2-4 პოზიციებს “შსს-აკადემიასთან” და “ქუთაისთან” იყოფს. “მგზავრები” კი 8 ქულით “სოხუმთან” ერთად ცხრილი ბოლო საფეხურებზე არიან.

რუსთავი 78-74 მგზავრები-არმია

მატჩისშემდგომი კომენტარები

ბუბა ბერიშვილი(„მგზავრები-არმიას“ მთავარი მწვრთნელი):

„ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა, ასეც ველოდი და სამწუხაროა, რომ ვერ მიზანს ვერ მივაღწიეთ. მატჩამდეც გვაკლდა ტრავმირებული მოთამაშე და თამაშის მსვლელობისას ცენტრის პოზიციის კალათბურთელი დაგვიშავდა. მიუხედავად ამისა, ბოლომდე დაძაბული თამაში იყო. წაგების მიუხედავად, კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით, გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობით“.

მიხეილ ბერუაშვილი(„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი):

„პირველ რიგში ვულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას. მართალია, დაძაბული შეხვედრა იყო და ბოლო წამებზე მოვიპოვეთ გამარჯვება, მაგრამ ეს კალათბურთია, ხან ისე იქნება, ხან ასე. ყველა თამაშს იოლად ვერ მოიგებ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით შეტევაში, მაგრამ დაცვის ხარჯზე მოვიგეთ“.

ქუთაისს მგზავრების დამარცხება გაუჭირდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

“მგზავრები–არმიამ” მიმდინარე სეზონის ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც დამარცხდა. ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებულ მგზავრებს მეტოქედ გასული წლის ვერცხლისმედალოსანი და თასის მფლობელი “ქუთაისი” ჰყავდათ, რომელსაც ბოლომდე ღირსეულად ებრძოლნენ, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ “მგზავრები–არმიის” მთავარი მწვრთნელი ბუბა ბერიშვილი თავისი გუნდის გარჯით კმაყოფილი იყო, თუმცა შედეგზე ეს არ ითქმის. მგზავრები მოგებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ გადამწყვეტ წუთებში გამოცდილების არქონისა და კონცენტრაციის მოდუნების გამო მარცხი განიცადეს.

პირველი მეოთხედის 3 ქულით წაგების შემდეგ “მგზავრები–არმიამ” თამაში გამოაკეთა, მეორე ათწუთეული 22:12 მოიგო და დიდი შესვენებისთვის ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა – 39:32. მეორე ტაიმში თანაბარი ბრძოლა წარიმართა. ქუთაისელებმა მესამე პერიოდში მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება, ხოლო გადამწყვეტი მეოთხედის დასაწყისში გალიდერდნენ კიდეც.

ზაურ ფაშაევისა და გიორგი ბარბაქაძის აქტიურობით “ქუთაისი” მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 66:59 დაწინაურდა და თითქოს გატეხა არმიელთა წინააღმდეგობა, მაგრამ მერაბ ბოქოლიშვილის წინამძღოლობით “მგზავრები–არმიამ” ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 65:66. თამაშის დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა და ბერიშვილის გუნდს ყველაფერი წინ ჰქონდა, მაგრამ გამოცდილმა ქუთაისელებმა შეცდომები აღარ დაუშვეს, მობილიზებულად ითამაშეს და გამარჯვებამდეც დამსახურებულად მივიდნენ.

ქუთაისელებს 27 ქულითა და 8 მოხსნით გიორგი ბარბაქაძემ ულიდერა, 19 ქულა დააგროვა ზაურ ფაშაევმა, ბუბა კვიმსაძეს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. “მგზავრები–არმიაში” ბომბარდირი ოთო ბულიავა გახდა, რომელმაც 20 ქულასთან ერთად 8 მოხსნაც მიითვალა. მერაბ ბოქოლიშვილმა 10 ქულა მიითვალა, რევაზ ათანელიშვილს კი ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა – 11 მოხსნა და 9 ქულა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): მინდა მივულოცო ,,ქუთაისს’’ ღირსეული გამარჯვება.  ვიგებდით, თუმცა ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა. მაქსიმალურად ვეცადეთ, გამარჯვება მოგვეპოვებინა,სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, კმაყოფილი ვარ, რადგან  ,,ქუთაისი’’ ფავორიტი გუნდია. ჩვენ დღითიდღე ვაუმჯობესებთ და შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ. მომავალში ჩემი ბიჭების დიდი იმედი მაქვს, მადლობას ვეტყვი მათ ბრძოლისთვის და წარმატებებს ვუსურვებ შემდეგ თამაშებში.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი):  ნამდვილად მისაბაძია ის ბრძოლისუნარიანობა, რომელიც დღეს ჩვენმა მოწინააღმდეგემ გამოავლინა. ჩვენმა ზედმეტმა თავდაჯერებულობამ განაპირობა ის, რომ ძალიან დიდხანს მდევრის როლში ვიყავით და ბოლო პერიოდამდე ვერ გავედით წინ. მიუხედავად იმისა, რომ მაღალ მოთამაშეებში უპირატესობა გვქონდა, ფარი წავაგეთ, ამიტომ ასეთი შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნებით. წარმატებებს ვუსურვებ ,,მგზავრები-არმიას’’ მომავალში. ჩვენ კი სერიოზული თამაში გველის წინ და იმედია, ფსიქოლოგიურად უკეთ მომზადებულები ვიქნებით და უკეთეს მატჩს ჩავატარებთ.

მერაბ ბოქოლიშვილი(,,მგზავრები-არმია’’):  პირველ რიგში, მივულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას. დასანანია, რომ წავაგეთ, თანაბარი თამაში მიდიოდა და ბოლო წუთებში ისევ ჩვენი შეცდომების გამო დავმარცხდით. თუმცა, ფაქტია, რომ ვპროგრესირებთ. გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა დაშვებული შეცდომა გავაანალიზოთ და მომავალში უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.

superleague.ge

მგზავრებმა რუსთავს ვერ გაუძლეს

მატჩის ხასიათი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. „მგზავრები-არმია“ გაცილებით გამოცდილ მეტოქესთან ბრძოლას აგრძელებდა, თუმცა ნებისმიერ კრიტიკულ მომეტში, როცა სხვაობა სახიფათო ხდებოდა, რუსთაველები თამაშის სადავეების დაბრუნებას ახერხებდნენ. საბოლოოდ სხვაობის 2 ქულამდე შემცირება მასპინძლებისთვის მაქსიმალური შედეგი აღმოჩნდა. რუსთაველებმა მესამე პერიოდის მეორე ნაწილში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რომლის შენარჩუნება შეხვედრის ბოლომდე განსაკუთრებული სირთულის გარეშე მოახერხეს და სერიაში, რომელიც ორ მოგებამდე მიმდინარეობს, დაწინაურებაც შეძლეს.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, 27 ქულით რუსთაველი მიხეილ ჭოჭუა გახდა, ხოლო “მგზავრების” შემადგენლობაში საუკეთესო ბულიავა იყო, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა.

მეორე შეხვედრაში, რომელშიც “დინამო” და “ოლიმპი” შეხვდნენ ერთმანეთს, გამარჯვება ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონებმა მოიპოვეს.

სერიის განმეორებით შეხვედრები 5-6 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ თასის მატჩები გუშინ რეგიონებშიც გაიმართა და ბათუმსა და ქუთაისში ადგილობრივი გუნდების გამარჯვებით დასრულდა.

მგზავრები-არმია-რუსთავი_9086634 გოგობერიშვილი_59435 აკაკი დვალიშვილი_9678656 აკაკი დვალიშვილი_96786 მგზავრები-არმია-რუსთავი_9086646 ჩაჩიბაია_69424

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

სოხუმმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მეხუთე ტურის მატჩში ერთმანეთს “მგზავრები-არმია” და “სოხუმი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ თანაბარი და დაძაბული გამოდგა.

სოხუმელებმა მცირე უპირატესობის მოპოვება პირველ მეოთხედში შეძლეს, რომელიც მეორეში შეინარჩუნეს და დიდ შესვენებაზე ლიდერის როლში გავიდნენ. თამაშის სცენარი არც მესამე პერიოდში შეცვლილა, თუმცა გარდამტეხი პერიოდის ბოლო წამზე ბააკაშვილის მიერ ჩაგდებული 3-ქულიანი გამოდგა. სოხუმელთა მიერ მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობა დასკვნით პერიოდში ტაბლოზეც აისახა. საბოლოოდ კვარაცხელიას გუნდმა თამაში დამაჯერებელი ანგარიშით (68:82) დაასრულა და სეზონის პირველი გამარჯვებაც იზეიმა.

“სოხუმის” შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 25 ქულით ირაკლი ჩლაიძე იყო, ხოლო არმიას 20 ქულით ბოქოლიშვილმა ულიდერა.

მატჩის შემდეგ

ბუბა ბერიშვილი (მგზავრები-არმია):ვულოცავ მოწინააღმდეგეს ღირსეულ გამარჯვებას. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, თუმცა შეტევაში ბევრი პრობლემა გვქონდა. ფარიც წავაგეთ. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.”

მერაბ ბოქოლიშვილი (მგაზავრები-არმია): “ვულოცავ მეტქოეს. ძიირითადად თამაში თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც საბოლოო შედეგზე აისახა”

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): “არმია მშვენიერი ახალგაზრდული გუნდია. გამარჯვება გამოცდილების ხარჯზე მოვიგეთ. ვულოცავ ბიჭებს ამ ჰაერივით საჭირო მოგებას.”

დავით დეკანოიძე (სოხუმი) “მთელი კვირა ვემზადეობდით და საბოლოოდ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. მძიმე სტარტის შემდეგ ეს აუცილებელი იყო.”

დავით იოსელიანი_08974424 მგზავრები-არმია- სოხუმი_696932 ილია შიოლაშვილი_98567 გიორგი კვეტენაძე_9967 გიორგი ჯგერენაია_078973 გიორგი ჯგერენაია_07897435 დავით იოსელიანი_0897

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტეობი

მგზავრები-არმიას პირველი გამარჯვება

სუპერლიგის მე-4 ტური დასრულდა. ბოლო მატჩში ერთმანეთს „ოლიმპი“და“მგზავრები-არმია“ შეხვდნენ. ეს გუნდები მიმდინარე ჩემპიონატის ფავორიტებად არ განიხილებიან, „ოლიმპს“ აქამდე 1 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, ხოლო „მგზავრებს“ ყველა მატჩი წაგებული ჰქონდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო პერიოდში უფრო მეტი მობილიზება ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა „მგზავრებმა“ გამოაჩინეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს – 72:62.

პირველ პერიოდში „ოლიმპი“ უკეთესად გამოიყურებოდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა დიდი შესვენებისთვის 3-ქულიანი უპირტესობა მოიპოვა – 31:28. მესამე ათწუთეულში „მგზავრები-არმიამ“ უკეთესად ითამაშა, რითაც გამარჯვება დაიმსახურა.

„მგზავრები-არმიას“ სეზონის პირველი გამარჯვების მოპოვებაში მერაბ ბოქოლიშვილი დაეხმარა, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. შედეგიანად ითამაშა ტატო ჩაჩიბაიამ, რომელმაც „მგზავრებს“ 12 ქულა და 9 მოხსნა შესძინა. ოლიმპელთაგან 14 ქულით საუკეთესო ნუგო აბულაძე იყო, 11 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი ნოდარ გოგოძის ანგარიშზე დაგროვდა.

სუპერლიგის მე-4 ტური ამ მატჩით დასრულდა. მომდევნო კური 3 ქალაქში ჩატარდება. 21 ნოემბერს „რუსთავი“ „ბათუმს“ უმასპინძლებს, „ქუთაისი“ – „დინამოს“, ხოლო 22-ში თბილისის სპორტის სასახლეში 2 მატჩი გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,მგზავრები-არმიას’’ პირველ გამარჯვებას, დამსახურებულად მოიგეს. თითქმის ყველა კომპონენტში გვაჯობეს და ვუსურვებ წარმატებებს. ყველაფერი პირიქით გავაკეთეთ იმასთან შედარებით, რაც დაგეგმილი გვქონდა. ნელა ვთამაშობდით, მეტოქე კი – პირიქით. ბოდიშს ვუხდი ჩვენს გულშემატკივარს ასეთი ცუდი თამაშისთვის. ერთადერთ პლიუსს დღევანდელ თამაშში იმას ვხედავ, რომ ახალგაზრდა კახა ტომარაძემ ხუთეულში დაიწყო და საკმაოდ კარგად იასპარეზა.

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): მინდა ბიჭებს მივულოცო პირველი გამარჯვება 3 წაგების მერე, თავიდან ცოტა პრობლემა გქვონდა, ცუდად დავიწყეთ, საბედნიეროდ, დროულად გამოვასწორეთ, ბიჭებმა მოინდომეს, გავიმარჯვეთ და მადლობა ბიჭებს, მეტოქეს და მაყურებლებს, ძალიან კარგი თამაში გამოვიდა.

მერაბ ბოქოლიშვილი(,,მგზავრები-არმია’’): თამაში ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდებოდით. მართალია ,,ოლიმპი’’ ახალგაზრდა გუნდია, თუმცა დაამტკიცეს, რომ ღირსეული მეტოქეები არიან ყველასთვის და დღეს ძალიან მობილიზებულები გამოვედით. ორივე გუნდს ჰქონდა შეცდომები, ჩვენ ნაკლები შეცდომა დავუშვით და მოვიგეთ.

 

ლერი კვანტალიანი(,,ოლიმპი’’): პირველ რიგში, მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ჩვენი ბრალია წაგება, დაცვაში და შეტევაში მოდუნებულები ვიყავით, ვერ შევასრულეთ მითითებები, ვარჯიშებზე სხვანაირად გამოვიყურებოდით და მოედანზე სულ სხვა თამაში ვაჩვენეთ. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა იმედია გამოვასწორებთ და უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ.

superleague.ge