საფეხბურთო რეკორდები, რომლებიც შესაძლოა, 2016 წელს დაამყარონ

1. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი მიშელ პლატინია, რომელსაც ცხრა გოლი აქვს გატანილი. მისი უახლოესი მდევრები კრიშტიანო რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (6-6 გოლით) არიან. თუ აქედან რომელიმე თავდამსხმელი სამზე მეტი გოლის გატანას შეძლებს, მაშინ ისინი ისტორიაში შევლენ.

2

2. “პარი-სენ ჟერმენს” შეუძლია, ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბი გახდეს, რომელსაც წელიწადში შვიდი ტიტული აქვს მოგებული. თუმცა, ამისათვის მათ უპირველესად, ჩემპიონთა ლიგის თასი უნდა მოიპოვონ.

3

3. კრიშტიანო რონალდუ ერთ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით (17) რეკორდსმენია. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელს ამ ტურნირზე 11 გოლი უკვე აქვს გატანილი, ამიტომ დიდი შანსია, მან 2016 წელს თავისი რეკორდი გააუმჯობესოს.

4

4. ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც 100 გამარჯვების მოპოვება მოახერხა. პორტუგალიელ სპეციალისტს თავისი რეკორდის გაუმჯობესება 2016 წელსაც შეუძლია, თუმცა თუ ის “მანჩესტერ იუნაიტედს” აირჩევს, ამას მალე ვეღარ მოახერხებს.

5

5. მიუნხენის “ბაიერნს” შეუძლია, 2016 პირველი კლუბი გახდეს, რომელსაც ბუნდესლიგა ზედიზედ ოთხჯერ აქვს მოგებული.

6

6. ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ტიერი ანრის აქვს გაკეთებული. მიმდინარე სეზონში მესუთ იოზილის ანგარიშზე უკვე 15 საგოლე გადაცემაა და დიდი შანსია იმისა, რომ მან ტიერი ანრის აჯობოს.

7

••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••

იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ 2016 წელს არაერთ რეკორდს დაამაყარებენ.

8

მესის ყველა რეკორდის ამსახველი სურათი

101greatgoals.com-მა ლიონელ მესის რეკორდების ამსახველი სურათი წარადგინა.

ლეო მხოლოდ 27 წლისაა, თუმცა უკვე იმდენი მოახერხა, რომ „ბარსელონას“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, არგენტინელმა ფეხბურთში ყველაზე მეტ რეკორდს მიაღწია. მესის კიდევ რამდენიმე რეკორდის მისაღწევად მხოლოდ რამდენიმე გოლი და საგოლე გადაცემა აკლია.

„ბარსას“ ლიდერს გოლი ზედიზედ სამ მატჩში არ გაუტანია, თუმცა ესპანელის ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე მას მხოლოდ ორი გოლი აშორებს. გარდა ამისა, ესპანეთის პირველობის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტის წოდებამდე ლეოს ექვსი პასი უკლია. ამავდროულად, „ბარსელონას“ ისტორიაში საუკეთესო ასისტენტობისთვის მესის კიდევ 14 საგოლე პასის გაკეთება მოუწევს.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, იმისთვის, რომ ლიონელი არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს, მას საერთაშორისო დონეზე 8 გოლი აკლია.

Lionel Messi