დე ბური: “ვან დეიკი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია”

“აიაქსისა” და “ბარსელონას” ყოფილმა ლიდერმა, რონალდ დე ბურმა ვირჯილ ვან დეიკის პროგრესი შეაფასა და აღნიშნა, რომ ის მისთვის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

“რონალდ კუმანის წყალობით, “საუთჰემპტონში” მან უდიდესი პროგრესი განიცადა და წელს ის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ის სწორი გზით ვითარდება.

ის “გრონინგენში” ყოფნისასაც კარგად გამოდიოდა, ფიზიკურად ძლიერი იყო. მაგრამ, ჩვენ, ჰოლანდიელებს ყოველთვის გვინდა, რომ მცველებმა ბურთთან ერთადაც კარგად ითამაშონ, რაშიც ის ცოტას მოიკოჭლებდა. ახლა, მან ესეც გამოასწორა.

მისი პასებიც საკმაოდ კარგია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაცვაში ის ბრწყინვალედ გამოიყურება,” – განაცხადა ჰოლანდიელმა ბრიტანულ პრესასთან საუბრისას.

დე ბური: „ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰიდინკი ბლინდმა უნდა შეცვალოს“

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რონალდ დე ბური თვლის, რომ გუს ჰიდინკმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი უნდა დატოვოს.

„გუს ჰიდინკი სიტუაციას ვერ აკონტროლებს. მწვრთნელს, წესით, რაღაც იდეა უნდა ჰქონდეს და მან უნდა იცოდეს, თუ რა მიმართლებით იმუშაოს. თუმცა, ჰიდინკი სიტუაციას სულ სხვანაირად უდგება.

მექსიკასთან მატჩში მან ერთი დაცვის ხაზი ათამაში, ლატვიასთან კი, ამ პოზიციაზე სულ სხვა ფეხბურთელები გამოიყენა. ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ.

არასწორია, როდესაც გუნდის განვითარებას იწყებ, ხოლო შემდგომ, სხვა მიმართულებისკენ მიდიხარ. ამიტომ, დანი ბლინდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ლოგიკურად მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, იგი დაკისრებულ მოვალეობებს გაუმკლავდება“, – განაცხადა დე ბურმა.