აგენტი: “კულიბალი სერია ა-ს საუკეთესო მცველია, ვან დეიკი კი ინგლისში თამაშობს”

“ნაპოლის” მცველის, კალიდუ კულიბალის აგენტმა, ბრუნო სატინმა საკუთარი კლიენტი ვირჯილ ვან დეიკს შეადარა რომელშიც “ლივერპულმა” 76 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

“კალიდუ იტალიის სერია ა-ში მოთამაშე საუკეთესო ცენტრალური მცველია. მისმა თანაგუნდელებმა, სამწვრთნელო შტაბმა და ფანებმა უდიდესი დახმარება გაუწიეს ადაპტაციის პერიოდის ადვილად დაძლევასა და საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩინებაში.

გუშინ მან კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, თუ რამდენად ძლიერი ფეხბურთელია. კალიდუ აქ თავს ბედნიერად გრძნობს და უხარია, მნიშვნელოვანი გოლის გატანა რომ შეძლო.

ვირჯილ ვან დეიკი? ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა ის ინგლისში თამაშობს,” – აცხადებს სატინი, რომლის კლიენტმაც “ვერონასთან” მატჩში ანგარიშის გახსნა შეძლო.

კლოპი: “დაივიწყეთ ვან დეიკის ფასი!”

მერსესაიდის “ლივერპულმა” “საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დეიკი 75 მილიონ ფუნტად გაიფორმა. ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. გარდა ამისა, ისტორიაში არცერთ კლუბს არ გადაუხდია ამხელა თანხა მცველში.

ზემოთ ნახსენებზე იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“არ შემიძლია იმაზე ვიფიქრო, როცა ხალხი იტყვის, “ეს რამხელა თანხაა”. მოდი, ამაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას. ჩვენ არ ვქმნით ფასებს, ამას სატრანსფერო ბაზარი  თავისით აკეთებს. პირველი რამ, რაც ვან დეიკის ტრანსფერიდან “ლივერპულის” ფანებმა უნდა დაივიწყონ, ეს ჰოლანდიელის ფასია.”

“მთავარია, რა თვისებებისაა ვან დეიკი და რისი გაკეთება შეუძლია მას. პროფესიონალიზმი, სათამაშო დონე, ხასიათი, მენტალობა, სწორედ ამას უნდა დავაკვირდეთ ყველა. გვჯერა, რომ მისი ეს ასპექტები ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ ვიყიდეთ ის,” – აცხადებს კლოპი.

ანტონიო კონტე: “მანჩესტერ სიტის” ვან დეიკის შეძენა არ გაუჭირდება”

“საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველით, ვირჯილ ვან დეიკით ინგლისური გარნდები: “არსენალი”, “ჩელსი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” ინტერესდებიან. თუმცა, “ლურჯების” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ფიქრობს, რომ თუ “სიტი” მთელი რესურსებით მოინდომებს ჰოლანდიელის შეძენას, ისინი ამ საქმეში თავის მეტოქეებს აუცილებლად აჯობებენ.

“ვირჯილით ბევრი კარგი გუნდი ინტერესდება. თუმცა, არსებობს მანჩესტერ სიტი” – ეს გუნდი ბევრ საუკეთესო მოთამაშეს ყიდულობს. შესაბამისად, თუ ისინი გულით მოინდომებენ, ჩვენ ჰოლანდიელისთვის მათთან ბრძოლას ვერ შევძლებთ. ამ საქმეში მათ მიმართ დიდი პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ. “მანჩესტერ სიტის” არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მთლიანად ევროპაში ბევრი კარგი ფეხბურთელის შეძენაში შეუძლია, სხვა გრანდებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს.”

“როცა გაქვს შესაძლებლობა, სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი რაოდნეობით ფული დახარჯო, რატომაც არ უნდა ქნა ეს?! თუმცა, ზოგჯერ გუნდები დიდ ფულს უაზროდ ხარჯავენ. ამიტომ, სწორი მენეჯმენტია საჭირო. სწორედ ასეთ პოლიტიკას მოაქვს კარგი შედეგი,” – აცხადებს კონტე.

იან რაიტი: “მატიჩი “არსენალს” უნდა ეყიდა”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ, იან რაიტმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და “მეთოფეებს” ვან დეიკის გადაბირებისკენაც მოუწოდა.

“როგორც ყოველთვის, “არსენალი” ვერ ახერხებს იმ ფეხბურთელის დამატებას, რომლებსაც ხალხი ამდენი ხნის მანძილზე ითხოვს. რაღაც მომენტში მათ ძალიან დასჭირდებათ ეს ფეხბურთელები და სირთულეები სწორედ მაშინ წარმოაჩენენ თავს.

სეზონის სტარტზე “ლესტერის”, “სტოკისა” და “ლივერპულის” წინააღმდეგ მოგვიწევს. წინასასეზონო მატჩები კი ფანტასტიკურად ნამდვილად არ ჩაგვიტარებია, გაძლიერება გვჭირდება.

მე რომ მათ ადგილას ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი ვან დეიკის გადასაბირებლად.

რაც შეეხება ნემანია მატიჩს, ეს ფეხბურთელი ყველანაირად იყო მორგებული ლონდონს, რატომ უნდა წასულიყო “მანჩესტერ იუნაიტედში”, როდესაც “არსენალს” შეეძლო ლონდონში დაეტოვებინა,” – აცხადებს რაიტი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 8 აგვისტო


ვან დეიკმა წასვლა მკაცრად გადაწყვიტა

Sky Sports-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “საუთჰემპტონის” ჰოლანდიელ მცველს, ვირჯილ ვან დეიკს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი გუნდის დატოვება.

როგორც იცით, ვან დეიკის ტრანსფერით ძალიან დიდი ხანია, რაც “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპია დაინტერესებული და დიდი ალბათობით, ჰოლანდიელი “წმინდანების” კიდევ ერთი წარმომადგენელი გახდება მერსესაიდში.


“ლივერპული” კოუტინიოს ვერ შეინარჩუნებს

მერსესაიდის “ლივერპულის” ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა:”არ ვფიქრობ, რომ მას ახლა “ბარსელონაში” წასვლა სურს. თუმცა, ვიცი, ეს აუცილებლად მოუნდება. როცა შემოთავაზება აქვს, ვის არ მოესურვება კატალონიურ გრანდში თამაში?”

“დარწმუნებული ვარ, ამ ზაფხულში თუ არა, ერთი წლის მერე კოუნტინიო “ბარსელონაში” წავა. მის ამ მოქმედებაში არასწორი არაფერი იქნება. ეს ფეხბურთია და ასეთი რაღაცები ხდება,” – აცხადებს კარაგერი.


კოუტინიოს ლანცინი ჩაანაცვლებს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი უკვე ეძებს ფილიპე კოუტინიოს პოტენციურ შემცვლელებს.

როგორც ცნობილი ხდება, გერმანელი სპეციალისტი “ვესტ ჰემში” მოთამაშე მანუელ ლანცინის კანდიდატურამდე მივიდა.


მოურინიო ფაბინიოთი ინტერესდება

ესპანური გამოცემის, Don Balon-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერჟ ორიეს ტრანსფერს შეეშვა და ყურადღება ფაბინიოზე გადაიტანა.

როგორც ცნობილი ხდება, ფაბინიოს სანაცვლოდ ინგლისელები საფრანგეთის ჩემპიონს 45 მილიონ ევროს სთავაზობენ.


“ბარსელონამ” თურანი “ატლეტიკოს” შესთავაზა

მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ გამოცემას, Marca-ს თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა გუნდის თურქი ნახევარმცველი, არდა თურანი მის ყოფილ კლუბს, “ატლეტიკოს” შესთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის არდამ “ატლეტიკო” 2015 წელს დატოვა, თუმცა კატალონიურ კლუბში დღესდღეობით მისი ადგილი ვერ იძებნება.


დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 ივლისი


“მილანი” მორატას უახლოვდება

“მილანის” ხელმძღვანელები მადრიდის “რეალის” ესპანელი თავდამსხმელის, ალვარო მორატას გადაბირებასთან ძალიან ახლოს არიან. ამ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ადასტურებს.

წყაროს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი უახლოეს მომავალში დაუბრუნდება სერია A-ს, სადაც “იუვენტუსთან” ერთად თამაშობდა.


“არსენალმა” დემბელეს დაადგა თვალი

Daily Star-ის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები მუსა დემბელეში ალექსის სანჩესის შემცვლელს ხედავენ, რომელიც დიდი ალბათობით კარიერას “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელებს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, “მეთოფეები” ალექსისის ტრანსფერიდან დაახლოებით 50 მილიონ ფუნტს მიიღებენ, რაც საკმარისია “სელტიკისა” და მისი ვარსკვლავის გულის მოსაგებად.


ვან დეიკს მხოლოდ “ლივერპულში” უნდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დრამატულად განვითარებული მოვლენების მიუხედავად, “საუთჰემპტონის” მცველი, ვირჯილ ვან დეიკი შესაძლოა, მაინც “ენფილდზე” აღმოჩნდეს.

როგორც ცნობილი ხდება, ჰოლანდიელ ფეხბურთელს მხოლოდ “ლივერპულში” სურს კარიერის გაგრძელება და ყველა სხვა შეთავაზების უარყოფას გეგმავს. “წმინდანები” კი მის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტს ითხოვენ.


“ჩელსი” აგუეროზე გადაერთო

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა ბელოტის, რომელუ ლუკაკუსა და ალვარო მორატას ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ ყურადღება “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელზე, კუნ აგუეროზე გადაიტანეს.

As-ის ცნობით, “ქალაქელთა” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას გუნდიდან არგენტინელი შემტევის გაშვება და მის ნაცვლად ალექსის სანჩესის მოყვანა სურს.


ერერა “ბარსელონაში”?

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გავრცელდა ხმები, რომ კატალონიის “ბარსელონა” ანდერ ერერას ტრანსფერით ინტერესდებოდა.

ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა ისაუბრა.

“ბარსელონა”? მე “იუნაიტედში” თავს ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ. არსად წავსლას არ ვაპირებ. მით უმეტეს, ესპანელებისგან არანაირი წინადადება არ წამოსულა.”


ტადიჩი: “არ მიკვირს ვან დეიკით ასეთი კლუბები რომ ინტერესდებიან”

სერბეთის ნაკრებისა და “საუთჰემპტონის” ფეხბურთელმა, დუშან ტადიჩმა თავისი თანაგუნდელი, ვირჯილ ვან დეიკი შეაქო, რომლის გადაბირებითაც რამდენიმე ევროპული გრანდი გახლავთ დაინტერესებული.

“ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, საკმაოდ კარგა ხანია, რაც მას ვიცნობ. ჩვენ “გრონინგემიდან” მოყოლებული ერტად ვთამაშობთ. მას შემდეგ, ის ძალიან შეიცვალა, უფრო ძლიერი გახდა.

სულაც არ მიკვირს, მისი გადაბირებით ასეთი კლუბები რომ არიან დაინტერესებულნი. ის ძალიან კარგი და ჭკვიანი ფეხბურთელია და მჯერა, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

თუმცა, მას ადრეც ეტყობოდა, რომ ძალიან კარგი მომავალი ჰქონდა. ის ძალიან გვაკლია, იმედი მაქვს, რომ რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და მალე შეძლებს მოედანზე დაბრუნებას,” – აცხადებს ტადიჩი.

დე ბური: “ვან დეიკი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია”

“აიაქსისა” და “ბარსელონას” ყოფილმა ლიდერმა, რონალდ დე ბურმა ვირჯილ ვან დეიკის პროგრესი შეაფასა და აღნიშნა, რომ ის მისთვის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

“რონალდ კუმანის წყალობით, “საუთჰემპტონში” მან უდიდესი პროგრესი განიცადა და წელს ის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ის სწორი გზით ვითარდება.

ის “გრონინგენში” ყოფნისასაც კარგად გამოდიოდა, ფიზიკურად ძლიერი იყო. მაგრამ, ჩვენ, ჰოლანდიელებს ყოველთვის გვინდა, რომ მცველებმა ბურთთან ერთადაც კარგად ითამაშონ, რაშიც ის ცოტას მოიკოჭლებდა. ახლა, მან ესეც გამოასწორა.

მისი პასებიც საკმაოდ კარგია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაცვაში ის ბრწყინვალედ გამოიყურება,” – განაცხადა ჰოლანდიელმა ბრიტანულ პრესასთან საუბრისას.