გასტონ რამირესი შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დარჩეს

“საუთჰემპტონის” ნახევარმცველი გასტონ რამირესი “სანდერლინდის” წინააღმდეგ ჩატარებულ 22-ე ტურის მატჩის დროს მძიმედ დაშავდა. 23 წლის ფეხბურთელს “კატების” მცველმა უეს ბრაუნმა იუხეშა. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.

უახლოეს მომავალში გაირკვევა რამირესის ტრავმის სირთულე და დაბრუნების ვადები. დიდი ალბათობით ურუგვაელი ბრაზილიაში გასამართ მუნდიალს გამოტოვებს.

გასტონ რამირესის ულამაზესი გოლი “ევერტონის” კარში

29 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი გასტონ რამირესმა გაიტანა.