რა ნომრით ითამაშებს რუნი “ევერტონში”?

დღეს ოფიციალურად დადასტუდა, რომ უეინ რუნი, 13-წლიანი განშორების შემდეგ, “ევერტონში” დაბრუნდა.

ცნობილი გახდა, რომ ინგლისელი შემტევი ახალ კლუბში ათნომრიანი მაისურით ითამაშებს. “ევერტონის” ოფიციალურ ონალინმაღაზიაში უეინის მაისურების ფასი 76$-დან 99$-მდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ამ ნომრით მერსესაიდელთა რიგებში რომელუ ლუკაკუ გამოდიოდა, რომელიც “მანჩესტერ უნაიტედში” სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა.

მოურინიო: “რუნიმ ამ მიზეზის გამო მთხოვა “ევერტონში” გაშვება”

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ უეინ რუნი “მანჩესტერ უნაიტედიდან” “ევერტონში” გადავიდა.

“წითელი ეშმაკების” დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

“ის სამაგალითო მოთამაშეა. დიდი ხნის მანძილზე რუნი აუცილებლად დარჩება ისტორიაში. რთული იყო, გეპოვნა ისეთი კარგი მოთამაშე, რომელიც უეინისავით ცოტას თამაშობდა. სწორედ ამ მიზეზით, ინგლისელი ჩემთან მოვიდა და “ევერტონში” გაშვება მთხოვა. მისი შეკავება არ შემეძლო და გავუშვი.”

“რუნის დიდ წარმატებას ვუსურვებ,” – აცხადებს პორტუგალიელი.

პოგბა: “მანჩესტერში” მომუშავე მოურინიო ნამდვილად იმსახურებს “განსაკუთრებულის” მეტსახელს!”

“მანჩესტერ უნაიტედის” ყველაზე ძვირიანმა ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ დამირიგებელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

“ის “განსაკუთრებულია,” რადგან იგი იგებს ტიტულებს. ჟოზე ზოგჯერ უჩვეულო რაღაცებს აკეთებს, რაც ამართლებს ხოლმე. მაგალითად, “ჩელსისთან” შეხვედრის წინ მან ჩვენი წყობა შეცვალა. საქმე ისაა, რომ მანამდე არც ვარჯიშზე და არც თამაშებზე არ გამოგვიყენებია ის სქემა. თუმცა, მოურინიოს ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა. მან სადებიუტო წელს სამი ტიტული მოიგო. ჟოზე იმსახურებს “განსაკუთრებულის” სახელს!”

“მოუ” ყველა მოთამაშესთან ძალიან ახლოსაა. ის თბილად შემხვდა, სასიამოვნო საუბარიც გვქონდა და პირველი შეხვედრის შედმეგ ძალიან კარგი გრძნობა დამებადა. ის მიცავს და მენდობა! ეს ისაა, რაც ყველა ფეხბურთელს სჭირდება!” – აცხადებს ფრანგი.

ოფიციალურად: ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ უნაიტედი” დატოვა!

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ უნაიტედი” დატოვა. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

35 წლის ფეხბურთელმა გასულ ზაფხულში “წითელ ეშმაკებთან” ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ზლატანმა დიდი წვლილი შეიტანა მანჩესტერელთა მიერ მოგებულ ორ ტიტულში: ინგლისის ლიგის თასსა და ევროპის ლიგაში. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 46 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა. შვედი ფორვარდის წარმატებული სეზონი მუხლის ტრავმამ შეწყვიტა.

ჯერჯერობით, “იბრა” ამ სატრანსფერო ფანჯარაზე პირველია, ვინც “უნაიტედმა” გაუშვა.

პრემიერ ლიგა: 37-ე ტურის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი (ფოტო)

დასრულდა პრემიერ ლიგის 37-ე ტურის შეხვედრები. კიდევ ერთი მატჩი მოიგო ლონდონის “ჩელსიმ”, რომელიც უკვე თასის მფლობელია. იმარჯვეს სხვა გრანდებმა. მხოლოდ “მანჩესტერ უნაიტედი” დამარცხდა “ტოტენჰემთან” და ამით საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვედრის შანსი დაკარგა.

Goal.Com-ი ნახსენები ტურის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

მეკარე: პიკფორდი

მცველები: ბენალუანი, რანოკია, ჯოუნსი

ნახევარმცველები: პიტერსი,  შაქირი, ლინგარდი, იანმაატი

შემტევები: ნიასი, მაჰრეზი, ნეგრედო

 

 

“მანჩესტერმა” მომავალი სეზონის გასვლითი მატჩების ფორმა წარადგინა (ფოტოები)

“მანჩეტსერ იუნაიტედმა” წარადგინა ის ფორმა, რომლიტაც გუნდი მომავალ სეზონში გასვლით შეხვედრებს ჩაატარებს.

იხილეთ ფოტოები

 

მანჩესტერული დერბი ფრედ დასრულდა (ვიდეო)

დღეს პრემიერ ლიგის ეგიდით 26-ე ტურის შეხვედრა შედგა. ეს იყო გამოტოვებული მატჩი, რომელიც “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ უნაიტედს” შორის ეტიჰადზე გაიმართა.

დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. უპირატესობა “მანჩესტერ სიტის” ჰქონდა. ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა, საბოლოოდ, ეს მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი ფელაინის წითელი ბარათი იყო, რომელიც მან 84-ე წუთზე მიიღო.

საბოლოოდ, 0-0.

ამ შეხვედრის შემდეგ “სიტის” 65 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო “მანჩესტერს” მასზე ერთით ნაკლები ქულა დაუგროვდა და ერთით უკანა საფეხურზეა.

 

 

პრემიერ ლიგა: 31-ე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

გასულ სამშაბათს და ოთხშაბათს პრემიერ ლიგის 31-ე ტურის მატჩები შედგა. უპრინციპულესი შეხვედრა მოიგო ლონდონის “ჩელსიმ”, რომელმაც “მანჩესტერ სიტი” მინიმალური  სხვაობით (2:1) დაამარცხა. როგორც იქნა, იმარჯვა “არსენალმაც”. სამი ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს “ლივერპულმა” და “მანჩესტერ უნაიტედმა”. გვაკვირვებს “ლესტერი”, რომელმაც ბოლო მატჩში ტურში 15 ქულა მოიპოვა.

Goal.Com-ი აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

შმეიხელი, დევისი, გაბრიელი, ჰუტი, ბელერინი, აზარი, ალი, დემბელე, ოზილი, რედმონდი, დინი.

 

 

 

ჟოზე მოურინიო: “ჩვენ B გეგმა არ გვაქვს”

“მანჩესტერ უნაიტედმა” პრემიერ ლიგის 29-ე ტურში “მიდლსბროსთან” სტუმრად ითამაშა და მეტოქეს ანგარიშით, 3-1 მოიგო. ამ გამარჯვებით “წითელი ეშმაკები” მეხუთე ადგილზე გადავიდნენ, “ლივერპულს” მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩნენ და კლოპის შეგირდებზე ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

პრინციპული დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ჟოზე მოურინიომ ისაუბრა.

“პირადად მე აღფრთოვანებული ვარ ჩემი ბიჭების საქმისადმი მიდგომით და მათი დიდი სურვილით, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. ჩვენ არ გვაქვს B, C, D, E, F ან G გეგმა, მაგრამ გვაქვს – M, N, O, P და S.”

“მშვენიერი კვირა გვქონდა. ცხრილში წინ წავიწიეთ და ევროპის ლიგის მეოთხედფინალშიც გავედით.”

“მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ. შანსი შევინარჩუნეთ, რომ ოთხეულში შევიდეთ. ე. ი., ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ორი გზა გვაქვს.”

“რაც შეეხება თამაშს, ჩემი შეგირდები შესანიშნავად გაისარჯნენ. პირველ გოლამდე ვალდესმა სამი შესანიშნავი სეივი განახორციელა. მთელი მატჩის განმავლობაში ბურთს ვაკონტროლებდით, კმაყოფილი ვარ,” – განაცხადა სეუ ჟოზემ.

“მანჩესტერ უნაიტედმა” “ბორნმუთს” ვერ მოუგო (ვიდეო)

დღეს პრემიერ ლიგის 27-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “მანჩესტერ უნაიტედმა” “ბორნმუთი” მიიღო. ანგარიშის გახსნა მარკოს როხომ მოახერხა. არგენტინელმა 23-ე წუთზე დააწინაურა “წითელი ეშმაკები”. მე-40 წუთზე ჯოშუა კინგმა გაათანაბრა. ნორვეგიელმა პენალტის ნიშნულიდან შეძლო გატანა.

მეორე ტაიმში ჟოზე მოურინიოს შეგირდები აშკარა დომინანტები იყვნენ. ისინი ცდილობდნენ გატანას, თუმცა მიზანს ვერ აღწევდნენ. 71-ე წუთზე “ბორნმუთის” კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. მისი გამოყენება ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვერ შეძლო. მეკარისგან მარჯვენა კუთხეში დარტყმული ბორუცმა აიღო.

საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა (1:1) და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ფრის შემდეგ, “მანჩესტერს”58 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა. ხოლო, “ბორნმუთი” 26 ქულით მე-14 პოზიციაზეა.

იხილეთ მიმოხილვა

რესტორანში გულშემატკივარმა პოგბას თეფში ავტოგრაფზე უარის თქმის გამო ესროლა (ვიდეო)

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ინგლისური გამოცემა, The Sun-ი.

20 თებერვალს პოლ პოგბა მანჩესტერში, ლივერპულის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ რესტორანში მეგობრებთან ერთად ვახშმობდა. ამ დროს მასთან რამდენიმე “წითელი ეშმაკი” მივიდა და ავტოგრაფი სთხოვა. პოლმა გულშემატკივრები უარით გაისტუმრა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. გულშემატკივრება 23 წლის ფეხბურთელი უპატივცემულოში დაადანაშაულეს. პოგბა კუთხეში მიიმწყვდიეს და ერთ-ერთმა მას თეფშიც კი ესროლა.

ინდური რესტორანის სტაფის წევრებმა პოლიციაში დარეკეს. როცა სამართალდამცავები ადგილზე მივიდნენ, გულშემატკირვები უკვე წასულიყვნენ.

იხილეთ დაპირისპირების ვიდეო

პრემიერ ლიგა: 26-ე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

დასრულდა პრემიერ ლიგის 26-ე ტური. წინ მიიწევს ლიდერი ლონდონის “ჩელსი”, რომელმაც საკუთარი მატჩი “სუონსი სიტისთან” ჩაატარა და უპრობლემოდ მოიგო (3:1). იმარჯვეს “ტოტენჰემაც” და “ევერტონმაც”. მანჩესტერულ გრანდებსა და “არსენალს”, “საუთჰემპტონთან” ერთად, ინგლისის ლიგის თასის ფინალის გამო, არ უთამაშიათ. გუშინდელ შეხვედრაში “ლესტერ სიტიმ” მოულოდნელად დაამარცხა (3:1) “ლივერპული”.

Goal.Com-ი 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

ლორისი, ვან აანჰოლტი, ევანსი, მაკოლი, კოულმენი, გეიე, ფაბრეგასი, ალი, ერიკსენი, პედრო, კეინი.