„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ „იუვენტუსთან“ იტალიის სერია ა-ს მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
„ეს იტალიის დერბია. იმედია, ის სანახაობრივი გამოდგება. თუ „იუვენტუსის“ დამარცხებას მოვახერხებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონი წარმატებული გამოდგა.
უკვე ხუთი წელია, რაც „ინტერს“ „იუვესთვის“ „სან-სიროზე“ არ მოუგია. ჩვენი საათი დადგა. მეორე ადგილზე ვიმყოფებით, ჩვენი მეტოქე კი ცხრილის შუაშია. ასე რომ, ეს მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა „ნერაძურის“ დამრიგებელმა.
ცნობისთვის, აქამდე მანჩინის ერთ-ერთმა მოთამაშემ ივან პერიშიჩმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში „იუვენტუსი“ ჩემპიონი ვერ გახდება.
„ინტერი“ – „იუვეუნტუსის“ შეხვედრა კვირას, 18 ოქტომბერს, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.