კარლეს პუიოლი “რეალის” გაჩემპიონებას გამოეხმაურა

კატალონიის “ბარსელონას” ექს-კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა მადირიდს “რელაის” მიერ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაზე გააკეთა კომენტარი. როგორც იცით, ფინალში “ბლანკოსმა” “ლივერპული” დაამარცხა (3:1).

“ვულოცავ “მადრიდისტებს”. ოთხი ჩემპიონთა ლიგა ბოლო ხუთი წლის მანძილზე, თანაც ისეთი ძლიერი კლუბის კონკურენციის ფონზე, როგორიც “ბარსელონაა”…

ვფიქრობ, “ბარსელონაში” პრიორიტეტებზე უნდა დაფიქრდნენ,” – აცხადებს პუიოლი.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე “რეალმა” ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ – ლა ლიგა. “ბარსელონამ” კი ამ პერიოდში ლა ლიგის 3 და ჩემპიონთა ლიგის ერთი ტიტული შემატა თავის კაბინეტს.

“ბარსელონა” : კარლეს პუიოლი, ერიკ აბიდალი, დეკუ და არდა თურანი თურქეთში იმყოფებიან

კატალონიური გრანდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა თურქეთში აღარ გაემგზავრებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება ფეხბურთელებმა თურქეთში მიმდინარე არეულობის გამო მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში, უნდა ჩატარებულიყო საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი, რომელიც სამუელ ეტოს მიერ იყო ორგანიზებული.

“ბარსელონა” ადასტურებს იმ ინფორმაციასაც, რომ ამ დროისთვის თურქეთში იმყოფებიან: კარლეს პუიოლი, ერიკ აბიდალი, დეკუ და არდა თურანი. თუმცა, ისინი მოვლენების ეპიცენტრისგან შორს იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

კაპელო: “ბარსელონას” პუიოლის დონის კაპიტანი აკლია”

მადრიდის “რეალის” ყოფილი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს თვალსაზრისით, კატალონიურ “ბარსელონას” კარლეს პუიოლის მსგავსი კაპიტანი სჭირდება, რომელიც მათ ასეთი რთული პერიოდების დაძლევაში დაეხმარება.

კაპელომ 2006/07 წლების სეზონიც გაიხსენა, როცა მადრიდელებმა ჩემპიონატში დიდებული ქამბექის განხორციელება მოახდინეს და ტიტულიც მოიპოვეს.

“ამჯერად ქამბექი ძალიან სწრაფად მოხდა. “ბარსამ” ბევრი ქულა დაკარგა და ახლა საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფება. იმ დროს, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით, ჩუმად და სეზონის ბოლომდე ვმუშაობდით.

შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა მოხდება მომავალში. შესაძლოა “ბარსა” ძველ გზას დაუბრუნდეს. თუმცა ვფიქრობ, რომ მათ ამისათვის პუიოლის დონის კაპიტანი სჭირდებათ. არის ისეთი მომენტები, როცა მწვრთნელზე უფრო დიდი მნიშვნელობა გუნდის ლიდერს აქვს.

როცა “იუვეს” უჭირდა, სწორედ მაშინ გამოიყენეს ბუფონმა და კიელინიმ ლიდერის ფუნქციები და გუნდს წამოყენებაში დაეხმარნენ.”

პუილი: „ჩავი მაჟორულ ნოტაზე წასვლას იმსახურებს“

„ბარსელონას“ ყოფილი მცველი კარლეს პუიოლი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოუთენლად ელის.

„კარგი იქნებოდა, თუ ჩავი „ბარსას“ ბერლინში მოგების შემდეგ დაემშვიდობებოდა, სადაც ევროპის ჩემპიონთა თასს აწევდა. ასეთი ფეხბურთელი კლუბიდან მაჟორულ ნოტაზე წასვლას იმსახურებს. მას ყველასთან საფეხბურთო მეოდანზე დამშვიდობების შანსი მიეცა, რაზეც მე მხოლოდ ვოცნებობდი.

2009 წელს ყველა შესაძლო ტიტული მოვიგეთ, დღეს კი ისტორიაში შესვლა კიდევ ერთხელ შეგვიძლია. ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს, რომელთაც მოტივაცია არ აკლიათ. იმედია, „ბარსელონა“ წარმატებულ კლუბად კიდევ წლების განმავლობაში დარჩება“, – განაცხადა კარლესმა.

ჩავი: „გულშემატკივრებმა ესპანეთის ჰიმნს უსტვინეს? ამის უფლება ყველას აქვს“

პუიოლი საფეხბურთო აგენტი გახდა

ესპანური გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, „ბარსელონას“ ექს-კაპიტანმა კარლეს პუიოლმა სპეციალური გამოცდები ჩააბარა და საფეხბურთო აგენტის სტატუსი მიიღო. ახლა 36 წლის კარლესს რომელიმე ფეხბურთის წარმომადგენლად ოფიციალურად მუშაობის უფლება აქვს.

მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან ლეგენდარული მცველი „ბარსას“ სტრუქტურაში მუშაობდა და კლუბის სპორტული დირექტორის ანდონი სუბისარეტას ასისტენტის მოვალეობებს ასრულებდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ სუბისარეტას წასვლის შემდეგ „ბლაუგრანასი“ კარლესმაც დატოვა.

აღსანიშნავია, რომ სწავლების დროს პუიოლმა „ბაიერნის“, „მილანისა“ და „იუვენტუსის“ ბაზები მოინახულა.

პუიოლმა თანამდებობა დატოვა

კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა და სპორტული დირექტორის თანაშემწემ, კარლეს პუიოლმა  კლუბი დატოვა. როგორც იცით, კლუბმა დაითხოვა თანამდებობიდან ანდონ სუბისარეტა. ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ კარლესი მის თანამდებობას დაიკავებდა. ყოფილმა ფეხბურთელმა განცხადება რამდენიმე წუთის წინათ გაავრცელა.

,,კონსულტაციების გავლის შემდეგ მინდა გაცნობოთ, რომ საფეხბურთო კლუბ ,,ბარსელონასთან” შრომითი ურთიერთობის გაწყვეტა გადავწყვიტე. განვლილი სამნახევარი თვის განმავლობაში საშუალება მომეცა კლუბისთვის განსხვავებული რაკურსით შემეხედა. ბევრი ვისწავლე, რისთვისაც მადლობელი ვარ. ახლა კი, მინდა სხვა ადგილზე სხვა საქმის კეთება ვცადო. მინდა, როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიონალურად განვვითარდე, მშობლიურ კლუბში დავბრუნდე და მას აქ გატარებული ბრწყინვალე წლებისთვის გადავუხადო. კლუბში მომუშავე პირებს, მენეჯერებს, პრეზიდენტსა და კლუბის სპორტულ მიმართულებას მინდა ნდობისთვის და დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო, ” – განაცხადა კარლეს პუიოლმა.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

პუიოლმა საკლუბო და სანაკრებო დონეზე მის მიერ გატანილი საუკეთესო გოლები დაასახელა

“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა კარლეს პუიოლმა საკლუბო და სანაკრებო დონეზე მის მიერ გატანილი გოლებიდან საუკეთესო ამოარჩია.

საკლუბო დონეზე ესპანელმა ფეხბურთელმა არჩევანი 2008/09 წლების სეზონში მადრიდის “რეალის” კარში გატანილ გოლზე შეაჩერა.

“ბარსელონას” რიგებში ეს ჩემი საუკეთესო გოლი იყო. რაც შეეხება საუკეთესო სანაკრებო გოლს, ეს ბურთი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს გავუტანე”, – აღნიშნა პუიოლმა.

„ბარსელონა“ პუიოლს გამოსამშვიდობებელ მატჩს მოუწყობს

„ბარსელონას„ ხელმძღვანელობამ გუნდის ექს-კაპიტნისთვის კარლეს პუიოლისთვის გამოსამშვიდობებელი მატჩის ორგანიზება გადაწყვიტა.

შეხვედრის ჩატარების თარიღი და მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, რის შესახებაც კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, პუიოლი ასეთ ღონისძიებას იმსახურებს. იგი „ბარსელონას“ ისტორიაში ერთ-ერთი დიდებული მოთამაშეა. ამჟამად ამ საკითხს განვიხილავთ. მოგვიანებით თარიღსაც დავასახალებთ“, – განაცხადა ბარტომეუმ.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის მცველმა კარიერა წელს დაამთავრა. ამჟამად კარლესი „ბარსელონას“ სპორტული დირექტორის ასისტენტად მუშაობს.

პუიოლმა AS-ის პრემია მიიღო

“ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა კარლეს პუიოლმა კარიერული მიღწევებისთვის ესპანური გაზეთის, AS-ის სპეციალური პრემია მიიღო.

პუიოლი “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაციის გუნდის კაპიტანი იყო. მცველმა ესპანეთის ნაკრებშიის წარმატებაში და 2010 წლის მუნდიალის მოგებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. გერმანიასთან მოგებულ ნახევარფინალში ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ პუიოლი გახდა, რომელმაც ნოიერის კარი კუთხურის გათამაშების შემდეგ დალაშქრა.

“ამ ეპიზოდს ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებთ. რა თქმა უნდა, ნოსტალგია მაქვს. მოედანზე გასვლა მენატრება, თუმცა ახლა ფეხბურთს სხვა თვალსაზრისით ვუყურებ” – განაცხადა პუოლმა, რომელიც “ბარსელონას” ადმინისტრაციაში მუშაობს.

მანჩინის პუიოლი „ინტერში“ ასისტენტად სურდა

„ინტერის“ მთავარ მწვრთნელს რობერტო მანჩინის თავის ერთ-ერთ ასისტენტად „ბარსელონას“ ყოფილი კაპიტნის კარლეს პუილის დანიშვნა სურდა.

„La Gazzetta dello Sport“-ის ინფორმაციით, 49 წლის სპეციალისტმა პუიოლს დაურეკა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მას პირადად არც იცნობს. ასეა თუ ისე, კარლესმა „ნერაძურის“ თავკაცის პოსტზე დაბრუნებულ მანჩინის უარი უთხრა.

გარდა ამისა, 36 წლის ექს-ფეხბურთელს, რომელმაც კარიერა ზაფხულში დაასრულა, „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ახლაც აკავშირებს.

პუიოლმა იბიცაზე მანდილოსანი გააგრილა

კარლეს პუიოლი ამჟამად იბიცაზე ისვენებს, სადაც დროს არ კარგავს და ერთობა. ასე, „ბარსელონას“ ექს-კაპიტანმა ერთ-ერთ მანდილოსანს „ALS Ice Bucket Challenge“-ში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარა.

პუიოლის ნაცვლად ბუსკეტსი

მიმდინარე წლის მაისის თვეში კარლეს პუიოლმა 15-წლიანი კარიერის შემდეგ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდვა გადაწყვიტა. შესაბამისად, “ბარსელონას” 5-ნომრიანი მაისური ვაკანტური გახდა.

კატალონიური გუნდის 5-ნომრიან ფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად პუიოლმა მიიღო. ამიერიდან “ბარსელონაში” ამ ნომრით სერხიო ბუსკეტსი ითამაშებს.

“ჩემთვის დიდი პატივია მეხუთე ნომრის ტარება. ვამაყობ, რომ პუიოლმა ამ ნომრის ღირსად მე ჩამთვალა”, – ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს კატალონიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ მეხუთე ნომერი საიმედო ხელში გადადის. დარწმუნებული ვარ, სერხიო იზრუნებს მასზე”, – აღნიშნულ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა პუიოლი.